კახა კალაძე: ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ - ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენდა
„ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა ქართველს დამართოდა, ყველაფერი დამართეს ხალხს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ინიციატივას, რომ საყოველთაო კარდაკარის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.
როგორც თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც წლების წინ, ახლაც გარე ძალებისგან იმართებიან, რასაც მოსახლეობის ნაწილი კარგად ხედავს.
„ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ. დღეს, ქვეყანაში ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საკითხზე თავისუფლად არის შესაძლებელი. მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, ვინ რას საქმიანობს, რა არის მათი მთავარი მოტივაცია საქართველოსთან მიმართებით. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა ქართველს დამართოდა, ყველაფერი დამართეს ხალხს. მათ ყველაფერი იკადრეს. შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, რაც უნდა ცალკე პარტიები შექმნან და ახალი სახელები დაირქვან. ყველანი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და გარე ძალებისგან იმართებოდა. სამწუხაროდ, ეს პროცესები დღესაც გრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, დედაქალაქის მერის თქმით: „26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული - ქვეყნის დამოუკიდებლობის თარიღი. ცდილობენ, რომ ეს დღე თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან, ვისგან იმართებიან და იღებენ დავალებებს. მათ ქვეყანასთან დაკავშირებული არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ. საერთოდ არ აინტერესებთ სამშობლოს ცნება და ქვეყნის სიყვარული. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, მისია და ამ მითითებებს მიყვებიან“.
1776674788
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყველამ ყველაფერი ვიცით, პატარა ქვეყანა ვართ, ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოსთვის ძირის გამოთხრას ფარულად შეძლებენ
ღია წყაროებიდანაც ჩანს, რომ იგორ ბლაჟევიჩი ევროკომისიის ფულით ფინანსდება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ადამიანით ხდება თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, - ამის შესახებ სა...
1776673016
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ, ქართველი ამას ადეკვატურად შეხვდება
„ნაციონალური მოძრაობისგან“ შეჩვეული ვართ ყოველ ჯერზე არეულობის, რევოლუციების, სისხლის ღვრის და ამ ყველაფრის დაანონსებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა...
1776672105
ახალი ამბებიპაციენტების სიკვდილი, დაუდგენელი ეფექტურობა და გაუგებრობა დიუშენის სინდრომის მედიკამენტების ირგვლივ
ბოლო პერიოდია საზოგადოება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთა მშობლების აქციებს ადევნებს თვალს, რომლებიც კონკრეტულ მედიკამენტებს ითხოვენ. ესენია: ELEVIDYS, Givinostat (Duvyzat) და Exon Skipping...
1776670928
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ტრამპის კომპანია საკუთარი ბრენდით როცა შემოდის, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს საქართველოს საინვესტიციო გარემოს
საქართველოში შექმნილია კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად ყველასთვის მიმზიდველია. ტრამპის კომპანია საკუთარი სახელით, ბრენდით როდესაც შემოდის საქართველოში, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს ამ გარემოს,...
1776670219
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის...































