პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ალფა პვპ-ს, რომელიც ხუთ ეტაპად უკანონოდ გაასაღა. ასევე, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი“ და მისი რეალიზაციისთვის შექმნა პირობები.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს. ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია მართლსაწინააღმდეგოდ შენახული საბრძოლო მასალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1793703355
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს
ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა....
1793701427
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვინც ტყუილს ამბობს და ცილს წამებს, მან პასუხი უნდა აგოს, უნდა დავუახლოვდეთ იმ სტანდარტს, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის
მახინჯი გაგება, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს მედია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვინც აბრალებს და ცილს სწა...
1793701239
ახალი ამბებისოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამოიარეს
„მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც მკაფიოდ და ნათლად დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახლად შემოერთებულებისგან,...
1793700734
ახალი ამბებისოზარ სუბარი: მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრისას ელენე თევდორაძის საქმიანობას იხსენებს....
1793699423
მსოფლიო„ტენერიფეს“ ფეხბურთელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა
ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბის, „ტენერიფეს“ ფეხბურთელი, 30 წლის ჰესუს დე მიგელი მოედანზე მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ championat.com იუწყება. ინციდენტი მოედანზე 2...































