შალვა პაპუაშვილი: დიალოგის ნაცვლად, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ვუყურებთ საბჭოთა მეთოდებს, კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლას, იძულებას, ევროკომისია არაევროპულად იქცევა
სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის ძალიან უმწიფარ საერთაშორისო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ და არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. ვიდრე ევროკომისია ამ უმწიფარ პოლიტიკას არ შეცვლის, რთულია, წარმოვიდგინოთ, რომ მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იქნება გადადგმული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა მოლოდინი აქვს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დიალოგისთვის მზადაა და ამის შესახებ არაერთხელ აქვს გაცხადებული.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან ვსხედვართ და ველოდებით, ამ მაგიდასთან ევროკავშირის წარმომადგენლები როდის დასხდებიან. ვხედავთ, რომ ისინი ამ მაგიდის გარშემო ტრიალებენ და დიალოგის ნაცვლად, კონფრონტაციულ გზას ირჩევენ. ეს არის ევროპული ღირებულებების ნგრევა და ევროპის ცივილიზაციური უფსკრულისკენ წაყვანა. ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ ევროკომისიის გამოცხადებული მთავარი ტაქტიკა როდესაც არის კონფრონტაცია, ესკალაცია და არა დიალოგი, ეს არანაირად არ არის ევროპული ღირებულება. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, ცივილიზებულად და ევროპულად მოვიქცეთ. სამწუხაროდ, იქიდან საბჭოთა მეთოდებს ვხედავთ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ევროკომისიის ხელმძღვანელობაში პოსტსაბჭოთა ლიდერებს ვხედავთ, რომლებიც მართალია, საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ, მაგრამ ვერ ამოიღეს საბჭოთა ქცევები. ბევრ საბჭოთას გაემიჯნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მეთოდები წამოიღეს, რომლებიც საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო პატარა ქვეყნების მიმართ. ახლა ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ვუყურებთ საბჭოთა მეთოდებს – კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლას, იძულებას, ნაცვლად დიალოგისა. ჩვენ ვრჩებით ევროპულად, ევროკომისია არაევროპულად იქცევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1792999829
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციამ 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლო, თავს იმართლებენ, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი, არადა, მათი მიზანი იყო, „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ
„მთელი ოპოზიციური სპექტრი გუშინდელ აქციას ერთი თვის განმავლობაში აორგანიზებდა და 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მ...
1792998870
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აინტერესებს და არა ქართული საზოგადოება - ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარი ხელისუფლება სურთ, რათა შუა დერეფანზე კონტროლი მოიპოვონ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბრიუსელს საქართველოში ეროვნული ხელისუფლების ნაცვლად საკუთარი ინტერესების გამტარი ხელისუფლების ხილვა სურს, რათა აზიის ქვეყნებმა, მათ...
1792995535
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას
2026 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“, რომელიც „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით იმართებ...
1792993422
ახალი ამბებიზურაბ რურუა: მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი და ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება
5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომ...
1792991335
ახალი ამბებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შუახევში 1300-ზე მეტი ადამიანი მონათლა
საყოველთაო ნათლობა აჭარაში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შუახევში 1300-ზე მეტი ადამიანი მონათლა. შიო მესამემ ნათლულებს და ნათლიებს სახსოვრად ჯვრები გადასცა, რომლებიც საქართველოს ქრისტიანულ სახელმ...































