შალვა პაპუაშვილი: გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, როდესაც საკუთარი პოზიციები დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს.
„გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ.
მიზეზი მარტივია - როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება.
სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს“, - წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები.
1763533995
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ. ი. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების...
1763533207
ახალი ამბებისაგარეო უწყება: ბრიუსელის მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ადამიანის უფლებათა დაცვის საკით...
1763531683
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე მარტა კოსის განცხადებაზე: ჩვენთან ეძებენ სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებს და თურმე თვითონ ცდილობენ, აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას
ჩვენთან ეძებენ სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებს და თურმე თვითონ ცდილობენ, აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას, - ასე ეხმიანება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის...
1763530069
მსოფლიოThe Telegraph: ზელენსკი რეალობასთან კავშირს კარგავს
უკრაინისთვის მიუწვდომელ და არარეალურ სამხედრო გარიგებებზე ხელის მოწერა ვერ იქნება პასუხი მოახლოებულ პოლიტიკურ და სამხედრო კრიზისზე. სტატიას ამ შინაარსით The Telegraph-ი ავრცელებს. როგორც სტატიაში ვკით...
1763528702
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: იმისთვის, რომ საგზაო მოძრაობა კიდევ უფრო მეტად იყოს მართლწესრიგის ქვეშ და თითოეული ადმინისტრაციული გადაცდომა აღარ განმეორდეს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არის შემოთავაზება
იმისთვის, რომ საგზაო მოძრაობა კიდევ უფრო მეტად იყოს მართლწესრიგის ქვეშ და თითოეული ადმინისტრაციული გადაცდომა აღარ განმეორდეს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არის შემოთავაზება, - განაცხადა საპროცედურო ს...































