კარლ ჰარცელი: ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს, ჩემი ვარაუდით, შემდეგ თვეში ვიხილავთ,  პირველ გადაწყვეტილებებს

"ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს, ჩემი ვარაუდით, შემდეგ თვეში ვიხილავთ,  პირველ გადაწყვეტილებებს", – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩის თქმით, კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხები ჯერ არ მიუღია.

"ჩვენ ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს.

რაც შეეხება პროცესს, კითხვარის ორივე ნაწილის შევსების შემდეგ, უკვე ევროკომისიას ექნება სამუშაო საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც წარუდგნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად.

დიდი სიფრთხილით ვსაუბრობ ამ საკითხზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური პროცესია, მაგრამ ჩემი ვარაუდით, უკვე შემდეგ თვეში ვიხილავთ, როგორც ევროკომისიის შეხედულებას, ასევე მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიიღებენ, რაზედაც სპეკულაციებს მოვერიდები", – განაცხადა ჰარცელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.

ასევე დაგაინტერესებს:

* კალაძე: დიდია საქართველოს წვლილი მე-20 საუკუნის ბოროტებაზე – ფაშიზმზე გამარჯვებაში. ქედს ვიხრი ჩვენი გმირი წინაპრების ხსოვნის წინაშე

* რუსეთის ელჩს პოლონეთში აქტივისტებმა წითელი საღებავი შეასხეს (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794320201

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა. შეხვედრა თურქ...

მარიამ ქვრივიშვილი

1794318298

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი ქმედებების ანტიკონსტიტუციურობა იმდენად ცალსახაა, რომ წარმოუდგენელია, თავი დაიცვან უმძიმესი ბრალდებებისგან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ, რადგან მათ სარჩელზე არგუმენტირებული პასუხები არ აქვთ. მი...

დავით მათიკაშვილი

1794316658

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთში პარტიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შევთანხმდით, რომელშიც გაწერილი იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობა

„ჩინეთის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრთან მა ჰუითან შეხვედრაზე აღვნიშნეთ კმაყოფილებით ის დინამიკა, რომელიც გვაქვს ბოლო წლებში ორმხრივ ურთიერთობებში. განსაკუთრებით ეს ეხება ქართულ-ჩინური ურთი...

ნიკოლოზ სამხარაძე

1794315951

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5943 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი გამყარდა

1794315859

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას

„ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრ...

მარიამ ქვრივიშვილი