ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთში პარტიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შევთანხმდით, რომელშიც გაწერილი იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობა
„ჩინეთის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრთან მა ჰუითან შეხვედრაზე აღვნიშნეთ კმაყოფილებით ის დინამიკა, რომელიც გვაქვს ბოლო წლებში ორმხრივ ურთიერთობებში. განსაკუთრებით ეს ეხება ქართულ-ჩინური ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული ურთიერთობების დონეზე აყვანას“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე სხვადასხვა სექტორულ თანამშრომლობაზე, ასევე იმ კონფლიქტებზე, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს.
„ძალიან დიდი მადლობა გადავუხადეთ ჩინურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და აგრეთვე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს პოზიცია „ერთი ჩინეთის“ კონცეფციის მიმართ არის ურყევი. გვქონდა საუბარი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და იმ თანამშრომლობაზე, რომელიც ქართულ და ჩინურ მხარეს აქვს ამ დერეფნის მაქსიმალური პოტენციალის ასათვისებლად. გვქონდა საუბარი სავაჭრო ურთიერთობებზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე. მოგეხსენებათ, წელს გაიზარდა ვაჭრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის და ამ მხრივ დამატებითი დამატებითი გეგმები დავსახეთ. გვქონდა საუბარი საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე საუბარი გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენს პოზიციებზე გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით. მივიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია ჩინეთის საგარეო-პოლიტიკურ ხედვაზე, მათ სამშვიდობო პოლიტიკაზე, გვქონდა საუბარი გლობალური პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე. ძალიან ბევრი თემა იყო, რომელიც შეხვედრაზე, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გამოვიდა. ჩვენ შევთანხმდით პარტიებს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე. ეს იქნება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა საინტერესო სფერო – დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობით, დამთავრებული ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობით. მემორანდუმი იქნება პარტიებს შორის თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზებული ფორმა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
1794311371
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ოპოზიციის დუმილზე: ნარატივში დაიკარგა რადიკალური ოპოზიცია
„აგენტურამ მიიღო დავალება, რომ ჩინეთი არ ელანძღათ იქიდან გამომდინარე, რომ კონტრპროდუქტიული აღმოჩნდებოდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩინეთის...
1794310201
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას
„ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ს...
1794308536
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა, ჩინეთი თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მნიშვნელოვანია საქართ...
1794307358
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს ტალგატ ადუოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა დ...
1794306330
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლებამოსილებას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის ბოლო ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ანგარიშში უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებებია წარმოდგენილი სასამართ...



























