დავით მათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი ქმედებების ანტიკონსტიტუციურობა იმდენად ცალსახაა, რომ წარმოუდგენელია, თავი დაიცვან უმძიმესი ბრალდებებისგან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ, რადგან მათ სარჩელზე არგუმენტირებული პასუხები არ აქვთ.
მისი თქმით, ოპოზიცია ცრუ ნარატივებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, თუმცა უმძიმესი ბრალდებებისგან თავს ვერ დაიცავს.
„ქართული ნიურნბერგის პროცესი, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს, არაკონსტიტუციურ პარტიათა აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა შემდეგ, კითხვა-პასუხის ეტაპზე გადავიდა. იგივე ნარატივი ჩანს მოპასუხე მხარისგან, რომელსაც, რეალურად, არგუმენტირებული პასუხის თვალსაზრისით, საპასუხო არაფერი აქვს.
ისინი კვლავ ცდილობენ და ეცდებიან პროცესის გაჭიანურებას, ტყუილი ნარატივებით საზოგადოების მოტყუებას, თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად ცალსახაა ანტიკონსტიტუციურობა აგენტურის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი ქმედებებისა, საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რომ რა ფორმითაც არ უნდა შეეცადონ თავის დაცვას უმძიმესი ბრალდებებისგან, წარმოუდგენელია, რადგან ასეთი არგუმენტი პრაქტიკულად ბუნებაში არ არსებობს.
ვიმედოვნებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და დაადგენს ჩვენი პოლიტიკური სივრციდან არაკონსტიტუციური, დანაშაულებრივი ე.წ. პარტიების, სინამდვილეში კი, აგენტურის გასვლას, რათა დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესი არ შეფერხდეს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
1794311686
ახალი ამბებილევან მახაშვილი ევროკომისიის მოთხოვნებზე: ერთი წამით წარმოიდგინეთ სავიზო რეჟიმები ჩვენი მეზობლების მიმართ, ეს წარმოიდგინეთ რა კატასტროფა იქნება ტურიზმისთვის
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად, არ აპირებს რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სანქციებთან მიერთ...
1794311371
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ოპოზიციის დუმილზე: ნარატივში დაიკარგა რადიკალური ოპოზიცია
„აგენტურამ მიიღო დავალება, რომ ჩინეთი არ ელანძღათ იქიდან გამომდინარე, რომ კონტრპროდუქტიული აღმოჩნდებოდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩინეთის...
1794310201
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას
„ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ს...
1794308536
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა, ჩინეთი თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მნიშვნელოვანია საქართ...
1794307358
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს ტალგატ ადუოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა დ...




























