კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება, რათა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს.
როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქი ამჟამად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის კუპირების, ანუ შეჩერებისთვის. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის საყურადღებო, არასტაბილური, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ აბსოლუტურად ხდება პაციენტის მართვა და ამ მაჩვენებლების მაქსიმალური დასტაბილურება. სისხლდენის შესაჩერებლად პაციენტს ჩაუტარდა ენდოსკოპიური პროცედურა. შესაბამისად, მოხდა სისხლდენის შეჩერება. პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში. ესაა ინტუბირებული მდგომარეობა. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია. პაციენტმა მოგვმართა დაახლოებით ღამის სამი საათისკენ. ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ პაციენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენგან გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დავასტაბილუროთ“, – განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.
1773738244
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან...
1773737872
საზოგადოებამეუფე შიო: გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შ...
1773736834
საზოგადოებარეგიონებში ქვეყნის მასშტაბით სკრინინგის უფასო აქციები დაიწყო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, რეგიონებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი დაიწყო - მოქალაქეები, სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ: ინფექციური და...
1773736199
საზოგადოებაპაპუაშვილი: ჰიბრიდული და კოგნიტიური მექანიზმების გამოყენებით სხვათა სასარგებლო პროცესში უნდა ჩავბმულიყავით და დაგვეჯერებინა, რომ მარცხი გამარჯვებაა, ტყუილი სიმართლეა და სიტყვიერი გამხნევება ბრძოლის ველზე გამოსადეგი იარაღი
ჰიბრიდული და კოგნიტიური მექანიზმების გამოყენებით ეს როლი „სიხარულით“ უნდა შეგვესრულებინა: გაშლილი დროშებითა და სოლიდარობის ჯაჭვებით სხვათა სასარგებლო პროცესში ჩავბმულიყავით; დაგვეჯერებინა, რომ მარცხი...
1773735920
ახალი ამბებიკახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის სიახლე არ ყოფილა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება უცხოელი პარტნიო...


























