"ხომ ამაყობდი შენი "ევროპული" ციხეებით?! ხოდა ეგდე მანდ!" - თემო გვალია
მსახიობი თემო გვალია გლდანის საპყრობილეში გატარებულ პერიოდს იხსენებს და პატიმარ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.
"2010 წელს გლდანში ვიხდიდი სასჯელს.
მაგ პერიოდში დედა გარდამეცვალა..
გარედან ჩემებმა დაწერეს თხოვნა, რომ მოეცათ უფლება გამოვმშვიდობებოდი დედას და რაც იყო განსაზღვრული თანხა ამისთანა შემთხვევისთვის, სრულად გადაიხდიდნენ.
თუ არ ვცდები 300 ლარამდე იყო…. იმ დღესვე, როცა წერილი მიიღეს პენიტენციურ დაწესებულებაში, იღება საკნის “კარმუშკა” და ვიღაცა ოფიცერი კითხულობს:
— გვალია რომელია? მე ვარ – ვპასუხობ და ვდგები ფეხზე.
ოფიცერი:
დედა შენ მოგიკვდა ხომ? — დიახ.
— მოემზადე, პანაშვიდზე მიგვყავხარ და ყოველ წუთს შეიძლება გაგიყვანოთო…
მეც სასწრაფოდ ჩავიცვი და დავჯექი მაგიდასთან.
თანასაკნელებიც მომისხდნენ და გაისუსნენ.
გაისუსნენ იმიტომ, რომ შეიძლებოდა ვინმე “კლუჩნიკს” ან ოფიცერს შემოეხედა საკანში და შარი მოედო, ფეხზე რატომ დგეხართო და აღარ გამიყვანდნენ.
რადიოს ხომ არც გვასმენინებდნენ ისედაც და სულ მიაქვესკნელეს ბიჭებმა.
მოკლედ ბევრი, რომ არ ვწერო, მთელი დღე ასე ვისხედით გასუსულები.
ბიჭები მეუბნებოდნენ, ალბათ ხვალ წაგიყვანენ თემოო – მამხნევებდნენ...
მეორე დღეს დილის დაახლოებით 10 საათზე, ისევ იღება კარმუშკა და ახლა სხვა ოფიცერი მკითხულობს და ხმამაღლა მეკითხება: — შენ მოგიკვდა ბიჭო დედა!? — დიახ.— მზად იყავი, ყოველ წუთში შეიძლება გაგიყვანოთო.
ისევ ჩავიცვი გარეთ გასასვლელი ტანსაცმელი და დავჯექი მაგიდასთან. მოკლედ იგივე მოხდა, არავინ გამიყვანა.
მთელი დღე მოლოდინში მამყოფეს.
წარმოიდგინეთ მაგ დროს ჩემი მდგომარეობა.
ძალიან ცუდად ვიყავი.
ვიყავი იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად თავს დამნაშავედ ვგრძნობდი დედის გამო…
ბიჭები ისევ მაიმედებდნენ: აუცილებლად გაგიყვანენ ხვალ გასვენებაშიო.
გასვენების დღეს ისევ შემოიხედა ვიღაცამ: — გვალია! მე ვარ.— დედა შენ მოგიკვდა ხომ? (ცოტა ირონიული ტონით)— დიახ.— ჩაიცვი და მოემზადე! და დახურა “კარმუშკა”.
ჩავიცვი, მოვემზადე და იმ დღესაც “ტრადიციულად” არავინ შემომაკითხა…
მეოთხე დღეს სიცილით მეკითხებოდნენ შენი ნაბოზარი ჯალათები მიხეილ – როგორ გეგონა, რომ დედის გამოსამშვიდობებლად გაგიყვანდითო!?
ეს პატარა ჩემი ისტორია, იმასთან შედარებით რაც იქ ხდებოდა იმ პერიოდში, არაფერია.
კატაფალკით და მინა-დაბურული მარშრუტკებით გაჰყავდათ ყოველ დღე გარდაცვლილი პატიმრები. მე “ბ” კორპუსზე ვიხდიდი სასჯელს დაე.წ. “რეზბალნიცის” კორპუსი ზუსტად “ბ” კორპუსის წინ იდგა.
გაანათლოს მათი სული უფალმა...
მსჯავრდებულო – პატიმარო სააკაშვილო, დრო არ გაქვს არა????
სასამართლოში პირველ პატიმრობისას 6 თვე და მეორედ 5 თვე დავყავდი შენს ჯალათებს სანამ მომისჯიდნენ და დილის 8 საათზე მიყვანილს, საღამოს 5-6 საათზე მიტარებდნენ სასამართლოს!!!!!
და შენ არ გცალია არა? ან სირცხვილი, ან კაცობა-ვაჟკაცობა, ან ნამუსი მაინც გქონდეს!
ჰოდა აწი შენ, რომ დრო გექნება, ისეთი უნდა…. და იქ რა ხდებოდა, კიდე სხვა ისტორიებია.
სასამართლოზე გაყვანის წინ პატიმრებს ცემაში კლავდნენ ვისზეც დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ სასამართლოზე ბევრი არ ელაპარაკათ.
ჰოდა ყოველი სასამართლოში მიყვანის წინ, ღირსი ხარ გაგხიონ ცემით და ისე გაგიყვანონ სასამართლოზე, “რეჩების” თავი კი არა, სუნთქვის თავიც არ უნდა გქონდეს!!!
აი, ეს იქნება პასუხისგება და არა ის, რომ თურმე დრო არ გაქვს და არ გცალია…
“შერატონში” ჰგონია თავი.
ხომ ამაყობდი შენი “ევროპული” ციხეებით?! ხოდა ეგდე მანდ!
ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ახლა ამ პოსტს წააწყდება ვინმე ნაციონალი მოქალაქე, არც და ვერც გაიაზრებს რა დავწერე და ტყუილს ჰყვებაო, იტყვის", - წერს გვალია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობის კურსს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 მიხეილ სააკაშვილი ექიმებს, მთავრობის ნაცვლად ბოდიშს უხდის
🔲 "ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს?" - სააკაშვილი თეა წულუკიანზე
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































