ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა - „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში „ბაიერნი“ დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნთან“ დუბლი შეასრულა, ხოლო „პარი სენ-ჟერმენმა“ გერმანული გუნდი 5:4 დაამარცხა.

„ბაიერნმა“ მატჩი კარგად დაიწყო და ჰარი კეინის პენალტით დაწინაურდა. ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი გოლი 24-ე წუთზე გაიტანა.

სანახაობრივი და დაძაბული მატჩის პირველ ტაიმში ჟოა ნევეშმა პსჟ 33-ე წუთზე დააწინაურა. მართალია, მაიკლ ოლისემ 41-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ უსმან დემბელემ პენალტით (45+5) შესვენებამდე პარიზელები კვლავ წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ გაიბრწყინა – მან 56-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ორ წუთში კი მისი წამოწყებული იერიში დეზირე დუემ უსმან დემბელეს გაუგრძელა და ფრანგმა თავდამსხმელმაც დუბლი გაიფორმა. „ბაიერნი“ უპამეკანოს (65) და ლუის დიასის (69) გოლებით თამაშში მაინც დაბრუნდა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 საგოლე მოქმედება აქვს – 10 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა.

საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა „ბაიერნსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის მიუნხენში 6 მაისს გაიმართება. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტში 30 მაისს შედგება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777406633

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინული იარაღის ექსპორტი რეალობად იქცევა, დავამტკიცეთ ყველა დეტალი ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მსოფლიოში იარაღის ექსპორტს იწყებს. მისივე თქმით, იარაღმა, რომლის ექსპორტზე გატანასაც უკრაინა გეგმავს, არაერთი შემოწმება გაიარა. „გაფართოებული...

უკრაინის პრეზიდენტი

1777405201

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნს“ გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ ანგარიში PSG-ბაიერნის შეხვედრის 24-ე წუთზე გაათანაბრა. მანამდე, მე-16 წუთზე ჰა...

ხვიჩა კვარაცხელი

1777403378

მსოფლიო

ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ამბობს - გასაკვირი არაა, რომ გერმანიას საქმეები ასე ცუდად მისდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივაც

„გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია - მან არ იცის, რას ამბობს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონ...

ტრამპი და მერცი

1777400288

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ვფიქრობ, ჩვენი გზავნილი ნოტას სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის სალომე ზურაბიშვილი

ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტას სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელ...

ნინო წილოსანი

1777399324

საზოგადოება

დათა გვასალია: ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ „ლუზერთა“ კლუბის სესიები - ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ

ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ...

დათა გვასალი