საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქს, ბელგრადს ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, დელეგაციასთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი „სერბეთის სასახლეში“ უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდარ ვუჩიჩის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
1765972323
ახალი ამბებიკირცხალია გახარიას პარტიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, ღიმილის მომგვრელია - გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა, ეს არის თქვენი პოლიტიკური გენეტიკური კოდი
„კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, პოლიტიკური გამოსვლა - თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვას - უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, მორალური უფლება ხომ მაინც უნდა გქონდეს ადამიანს“,...
1765971190
ახალი ამბებიკახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ჩვენ არავის არ უნდა მოვუსმინოთ - დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ვიმოქმედოთ ცივი გონებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
„საქართველოს ძალიან ბევრი სირთულე აქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა...
1765969971
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ვართ საუკეთესო ოცეულში
ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...
1765969443
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩვენ რა სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს? ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას თავად აქვს რუსეთთან გაჩაღებული ვაჭრობა
„რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნ...
1765968454
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გაირკვა, რომ ნატოს მხრიდან არავითარი ღია კარის პოლიტიკა არ არსებობდა, სინამდვილეში არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა
ჩვენ პრაგმატულად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება ნატოს, შესაბამისი ქვეყნების პრიორიტეტები, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად - განაცხადა...




























