შოთა ბერეკაშვილი: ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია, ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს ინფლაციურ წნეხს, რაც საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, ოთხი პრობლემის შესახებ ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის ადგილობრივ მწარმოებლებთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა.

ბერეკაშვილმა დაასახელა იმპორტზე დამოკიდებულება, ნაშთების მართვა, საოპერაციო ხარჯი და ფასწარმოქმნის ჯაჭვში ასიმეტრიული ურთიერთობები, რაც, საბოლოო ჯამში, პროდუქტის საცალო ფასზე აისახება.

„ოთხი მნიშვნელოვანი პრობლემის იდენტიფიცირება შევძელით - პირველია აქაც იმპორტზე დამოკიდებულება, რომელიც წარმოების ნაწილში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და საფიქრალია, აქ რა მიდგომები გვექნება. მეორე - მნიშვნელოვანია ნაშთების მართვა და დანაკარგია 5-6 პროცენტი, როდესაც ბიზნესს სულ 5 პროცენტი მოგება აქვს. 5-6 პროცენტი დანაკარგი მნიშვნელოვანი პრობლემაა და საფიქრალია, როგორ შეიძლება ამის ოპტიმიზაცია. მესამე პრობლემაა საოპერაციო ხარჯი - მარკეტინგის და გაყიდვების, ესაა „ქეშბექი“, შესვლის გადასახადი და ა.შ. მეოთხე - მე ვიტყოდი, რომ ასიმეტრიული ურთიერთობებია ჯაჭვში, ზემოდან ქვემოთ. ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია და საკონტრაქტო ურთიერთობაში დომინანტია, რაც ქმნის მისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფასის წარმოქმნისა და დომინანტობისთვის. ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს იმ ინფლაციურ წნეხს, რომელიც „ქეშბექის“ და სხვა ინსტრუმენტების ზრდით არის გამოწვეული. საბოლოო ჯამში, ეს, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

კომისიის წევრები ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს შესახებ მსჯელობენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770805352

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კანადაში მასობრივი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო, ჩვენი ფიქრები მიმართულია დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ზე კანადაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კანადაში მასობრივი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები მიმართულია და...

ირაკლი კობახიძე

1770803564

ახალი ამბები

პაატა კვიჟინაძე: უნდა ვიცოდეთ, რომ ერთ მხარეს არის 60%, რომელიც წარმოებაა, რაც ჯდება თავისი მოგებით და არის მეორე მხარეს ხარჯები, რომელიც გაყიდვას უკავშირდება - დაახლოებით 40% ჯდება, რომ პროდუქტი მივიდეს მომხმარებლამდე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე დაინტერესდა, რა...

პაატა კვიჟინაძე

1770802411

ახალი ამბები

ბიზნესმენი გია ლობჟანიძე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონკრეტულად ჩემს საწარმოს კვერცხის ერთი თეთრით გაიაფების საშუალება არ აქვს, თუკი იქნება კომპლექსური მიდგომა, შეგვიძლია დავსხდეთ და დავწიოთ ფასი

„მე როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო“, - ამის შესახებ კვე...

„დილის პროდუქტები“

1770801357

ახალი ამბები

„კოდას“ წარმოების დირექტორი: წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში - ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად 500-დან 3000 ლარამდე, რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს

ჩვენი გაყიდვების 80% მოდის ქსელურ მარკეტებზე, დისტრიბუციის მომსახურებას ჩვენს კომპანიას ჩვენვე ვუწევთ. ჩვენ პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, -...

„კოდას“ წარმოების დირექტორი:

1770800786

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: აფხაზური ენის სწავლება არ ნიშნავს მხოლოდ ენის დაუფლებას, ეს არის უდიდესი კულტურისა და ისტორიის გაზიარება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად ხელვაჩაურში, სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში...

სულხან თამაზაშვილი