კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „საჩუქარი“ გაიხსნა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილეს ეძღვნება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „საჩუქარი“ გაიხსნა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილეს ეძღვნება.
29-ე სეზონის გახსნის ღონისძიებას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ კიკნაძე დაესწრო.
წლევანდელი სეზონი იტალიური თეატრალური კომპანია Dewey Dell-ის „კურთხეული გაზაფხულით“ გაიხსნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, პროფესიულმა საცეკვაო ჟურნალმა - DANZA&DANZA საუკეთესო იტალიურ საცეკვაო ნამუშევრად დაასახელა.
„საქართველოს კულტურის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც კულტურული სივრცის გამრავალფეროვნებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და ქართველი ხელოვანების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას უწყობს ხელს. უკვე წლებია, რაც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქართული კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად ჩამოყალიბდა, მით უფრო, რომ ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს თანამედროვე ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ასევე, საერთაშორისო კულტურული კავშირების გაღრმავებაში“, - აღნიშნა მიხეილ კიკნაძემ.
წლევანდელი პროგრამა მოიცავს როგორც ვიმ ვანდეკეიბუსის მასტერკლასს მოცეკვავეებისთვის, ასევე, ცნობილ დადგმებს, როგორებიცაა: „ამფიტრიონი“, „მანკიერი შთამომავლობა“, „ფრანკენშტაინი - მწერლის ავტოპორტრეტი: ახალი ქმნილება“ და ა.შ.
16 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს როგორც ქართველი, ისე მსოფლიოს გამოჩენილი რეჟისორებისა და წამყვანი თეატრალური დასების ნამუშევრებს იტალიიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ისრაელიდან.
1792163655
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ვიკა ბუკიაზე: ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია, ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოს
„ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია. მე ვთქვი ძალიან ბანალური ამბავი, პირველკურსელების დონის“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარ...
1792162860
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს იგნასიო კასისს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნასიო კასისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ეუთოს მოქმედი თა...
1792162018
ახალი ამბებიბექა ოდიშარია გიორგი ქარდავას: აიღეთ მაგალითი „ხალხის ძალისგან“ - შემოდით კონკრეტული ინიციატივით და ვიმსჯელოთ
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ქარდავას მოუწოდა მაგალითი პარტია „ხალხის ძალი...
1792159555
ახალი ამბებიარასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნ...
1792157386
ახალი ამბებინოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წა...































