ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის შესახებ: შინაარსში კი არ „არ შედიან“, უბრალოდ არ შეუძლიათ! ზედაპირულობა - მათი სტილია, უნიათობა - მათი ბუნება, ყვირილი - არგუმენტების ერთადერთი ალტერნატივა
„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების რეფორმაზე გამართულ დებატებს და წერს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პროფესორ-ექსპერტებმა აჩვენეს, რომ შინაარსობრივი მსჯელობა რიგ საკითხებზე, არ შეუძლიათ და ეს დებატებზე გამოჩნდა.
„2023 წელს, როცა „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის კანონპროექტი წარადგინა, ლიბერალური ელიტის მთავარი ლოზუნგი იყო: „შინაარსში არ შევიდეთ!“. მაშინ ეს გამიზნული მავნებლობა გვეგონა... თუმცა, აღმოჩნდა, რომ შინაარსში კი არ „არ შედიან“, არამედ, უბრალოდ არ შეუძლიათ!“ - წერს დეპუტატი.
ზურაბ ქადაგიძე ხაზს უსვამს, რომ ოპონენტები დაკავებული არიან ინტელექტუალური ბლეფით და არ წარმოადგენენ ძლიერ ოპონენტებს.
„2023 წელს, როცა „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის კანონპროექტი წარადგინა, ლიბერალური ელიტის მთავარი ლოზუნგი იყო: „შინაარსში არ შევიდეთ!“. მაშინ ეს გამიზნული მავნებლობა გვეგონა... თუმცა, „იმედის“ დებატებმა ყველაფერს ფარდა ახადა და ეს ფრაზა ახლებურად „ააჟღერა“. აღმოჩნდა, რომ შინაარსში კი არ „არ შედიან“, არამედ, უბრალოდ არ შეუძლიათ! ზედაპირულობა - მათი სტილია. უნიათობა - მათი ბუნება. ყვირილი - არგუმენტების ერთადერთი ალტერნატივა. როცა ცოდნა ნულია, დარჩენილი გამოსავალი შინაარსისგან გაქცევაა. გუშინდელმა ეთერმა დაადასტურა: ჩვენ საქმე გვაქვს არა ძლიერ ოპონენტთან, არამედ ინტელექტუალურ ბლეფთან, რომელიც პირველივე სერიოზულ კითხვაზე ჩამოიშალა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
1771141080
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი - 2001 წელს დაბადებული ქ.ა., 2002 წელს დ...
1771139973
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 14 წელს მიუღწეველი ორი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდ...
1771139235
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლიდან ძებნილი, 1984 წელს დაბადებული ბ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველებმა ბ....
1771137242
ახალი ამბებისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება
ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე თამაშს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებენ. თამაში ამსტერდამში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ტელეკომპანია „იმედი“ პირდაპირ ეთერში შემოგთა...
1771135738
ახალი ამბებილევან მახაშვილი: დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო განათლების პრობლემის რეალურად მოგვარება, ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით - დებატებმა კარგად აჩვენა, რომ პოლიტიკის გამო ზოგიერთი მზადაა, თეთრზე შავი ამტკიცოს
„დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ პრობლემის რეალურად მოგვარება - განათლების ყველა დონეზე მთავარი მიზეზების გარკვევა და მათი აღმოფხვრა. არა ჩაკეტილ ოთახში, არამედ ღიად, საზოგა...































