ირაკლი კობახიძე - თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, მადლობას ვუხდი ყველა უწყებას, სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან

„ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა სამინისტროები, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიურად იყო ჩართული და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და, რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა უწყებებს, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

კითხვაზე, არის თუ არა ქაოსური მშენებლობები მიზეზი იმის, რაც მოხდა თელავში, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვები ნამდვილად არასწორად იყო გაცემული.

„რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან. შესაბამისი ორგანოები ნახავენ, რამდენად იყო არასწორად გაცემული, თუ იყო არასწორად გაცემული ვინ არის პასუხისმგებელი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დადგინდება.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა გაფრთხილების სისტემების დამონტაჟებას ისეთ ადგილებში, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა რეგიონში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი.

„არა მარტო იგეგმება, აქტიურად გრძელდება ეს პროცესი აბსოლუტურად ყველა რეგიონში. ეს არის პროცესი, რომელიც ძალიან აქტიურად წარიმართება, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამის თაობაზე სტატისტიკასაც მუდმივად ვუზიარებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783933219

ახალი ამბები

პოლიტიკური გაერთიანება „ალდე“, რომლის ლიდერებიც კაია კალასი და მარტა კოსი არიან, ამ დრომდე არ ემიჯნება პარტია „ლელოს“, რომელიც ტერორიზმს ამართლებს და ალეკო ელისაშვილს პარტიიდან არ რიცხავს

ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის, რომლის წევრი პარტია „ლელოა“, დღემდე არ პასუხობს და არ ემიჯნება პარტიის პოზიციას, რომელიც ტერორიზმს ამართლებს. მას შემდეგ, რაც ტერორისტული აქტის...

პოლიტიკური გაერთიანება „ალდე

1783932299

ახალი ამბები

პრემიერი: ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიფ სთეითს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ

„ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიფ სთეითს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნი...

ირაკლი კობახიძე

1783931934

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს - „დიფ სთეითისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა

„საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, „დიფ სთეითისთვის“ მთავარი პრობლემა მ...

ირაკლი კობახიძე

1783931712

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა ბერკეტს, რომელიც „დიფ სთეითის“ არსენალშია

„საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტ...

ირაკლი კობახიძე

1783929423

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს საქართველოს ავიაბაზარზე, ისტორიული მაქსიმუმით, 85 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 125 მიმართულებით ასრულებენ

„დღეს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპს ვუდებთ საფუძველს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივ...

მარიამ ქვრივიშვილი