შალვა პაპუაშვილი: „მხარს ვუჭერ ხალხს, მაგრამ არა მის ხელისუფლებას“ - სინამდვილეში, ასეთი განცხადება გულისხმობს, რომ ქალბატონი კალასის აზრით ქართველი ხალხი უუნაროა, თავად შეარჩიოს თავისი ხელისუფლება და ამიტომ გარედან მეურვეობა და კარნახი სჭირდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებას პასუხობს.
პაპუაშვილის თქმით, ცუდია, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას.
„ცუდია, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას. ასეთი რიტორიკა არა მხოლოდ არაფერს სძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, არამედ კიდევ უფრო აზიანებს ბრიუსელის მიმართ ისედაც შერყეულ ნდობას ქართული საზოგადოების თვალში.
თუმცა, სადაც არის თავდასხმა, იქ აუცილებლად იქნება პასუხიც.პასუხი კი ის არის, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი კვლავ ვერ ელევა იმ პოლიტიკურ პრაქტიკას, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან თანასწორი დიალოგის ნაცვლად მენტორული ტონით საუბარს ამჯობინებს.
უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ფორმულა: „მხარს ვუჭერ ხალხს, მაგრამ არა მის ხელისუფლებას“. სინამდვილეში, ასეთი განცხადება გულისხმობს, რომ ქალბატონი კალასის აზრით, ქართველი ხალხი უუნაროა, თავად შეარჩიოს თავისი ხელისუფლება და ამიტომ გარედან მეურვეობა და კარნახი სჭირდება. ეს არა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, არამედ მისი პოლიტიკური არჩევანის უპატივცემულობაა.
ბრიუსელში უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან სხვა ერების მიმართ მსგავსი ქედმაღლური დამოკიდებულება ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშორებს მშვიდობის პროექტის იდეას და მას კონფლიქტების წამქეზებლად აქცევს.
ქალბატონი კალასის დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი, როგორც ALDE-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის „ლელო“, პარტია, რომელიც, ტერორიზმს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ იარაღად მიიჩნევს. ამიტომ, ვიდრე ქალბატონი კალასი მკაფიოდ არ გაემიჯნება საკუთარი პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან ტერორიზმის გამართლებას, საქართველოსთან დაკავშირებული მისი ნებისმიერი მომავალი კომენტარი არასერიოზული იქნება“, - აცხადებს პაპუაშვილი.
1783934747
ახალი ამბებიპრემიერი: კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს, ყველამ იცის, რომ ათი ათასობით ფაილი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და წამების სხვადასხვა ფორმას
ათიათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას, როდესაც ასეთ დრო...
1783933219
ახალი ამბებიპოლიტიკური გაერთიანება „ალდე“, რომლის ლიდერებიც კაია კალასი და მარტა კოსი არიან, ამ დრომდე არ ემიჯნება პარტია „ლელოს“, რომელიც ტერორიზმს ამართლებს და ალეკო ელისაშვილს პარტიიდან არ რიცხავს
ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის, რომლის წევრი პარტია „ლელოა“, დღემდე არ პასუხობს და არ ემიჯნება პარტიის პოზიციას, რომელიც ტერორიზმს ამართლებს. მას შემდეგ, რაც ტერორისტული აქტის...
1783932299
ახალი ამბებიპრემიერი: ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიფ სთეითს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ
„ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიფ სთეითს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნი...
1783931934
ახალი ამბებიპრემიერი: საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს - „დიფ სთეითისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა
„საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, „დიფ სთეითისთვის“ მთავარი პრობლემა მ...
1783931712
ახალი ამბებიპრემიერი: საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა ბერკეტს, რომელიც „დიფ სთეითის“ არსენალშია
„საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტ...































