სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და ფულადი თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კამერების და ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა, ხოლო კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა, ქურდობის გარდა, მოქალაქეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებს ჯამში 15 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხივე არასრულწლოვანი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 19-178-ე, 177-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
1794031873
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ქუთაისში 7 ნოემბერს წვიმა იქნება, დღისით +10 და ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მო...
1793997091
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დავიცვათ კონსტიტუცია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „რადიო თავისუფლებასთან“ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ, პასუხის...
1793996143
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული მათი მხრიდან, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებთან პოლემიკაში შევიდეთ
როგორც ნებისმიერ წარმომადგენელი, ან ნებისმიერი ადვოკატი მხარისა, ნებისმიერ სარჩელთან დაკავშირებით - იქნება ეს, მაგალითად, თუნდაც საერთო სასამართლოებში, სამოქალაქოში - რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის...
1793993307
ახალი ამბებიკახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა. დედაქალაქის მერის თქმით, წინა ხელისუფლებ...
1793991794
ახალი ამბებითბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაწყებულია. პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. როგორც მან აღნიშნა, თბილისელებისთვის მიცემული პირობა,...































