ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას - სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს
„მე ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ ის ფაქტი რომ საქართველოში შეიქმნა და დღეიდან დაიწყო მუშაობა შსს-ს სამმართველომ, რომელიც გააკონტროლებს სოცქსელებში სიძულვილის ენას და ამაზე ადეკვატურად კანონის კუთხით რეაგირება ექნება?! - დასავლეთში ასეთი პრაქტიკა საკმაოდ აქტუალურია…“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
სადღობელაშვილს ევროპული ქვეყნების მაგალითები მოჰყავს, სადაც კანონმდებლობა საშუალებას აძლევს პოლიციას, რეაგირება მოახდინოს „მძიმედ შეურაცხმყოფელ“ ან მუქარის შემცველ ონლაინ შეტყობინებებზე. ანალიტიკოსი წერს, რომ გერმანიასა და ბრიტანეთში კრიტიკოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევა ცენზურის რისკს ქმნის, ხოლო მხარდამჭერები ამბობენ, რომ ონლაინ მუქარებისა და ძალადობის პრევენციისთვის ასეთი მექანიზმები აუცილებელია.
„გერმანია ყველაზე ცნობილი მაგალითი, გერმანიაში ამ მიმართულებით მუშაობს Federal Criminal Police Office (BKA), რომელსაც აქვს სპეციალური მექანიზმები ონლაინ სიძულვილის დანაშაულების გამოსავლენად და გამოსაძიებლად. 2025 წელს გერმანიის პოლიციამ ერთდროულად ათეულობით საცხოვრებელ ბინაზე ჩაატარა ჩხრეკა ონლაინ სიძულვილის ენისა და მუქარების გამო. გამოძიება ეხებოდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ქალების მიმართ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს.
გერმანიაში სოციალური ქსელები ვალდებულნი არიან მძიმე დანაშაულის შემცველი პოსტების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს გადასცენ. ამისთვის შეიქმნა ცენტრალური შეტყობინებების სისტემა.
- დიდ ბრიტანეთში მოქმედებს Counter Terrorism Internet Referral Unit (CTIRU), რომელიც თავდაპირველად ტერორისტულ კონტენტს ებრძოდა, თუმცა ონლაინ ექსტრემიზმისა და სიძულვილის შემცველი მასალების გამოვლენაშიც მონაწილეობს. მისი მუშაობის შედეგად ასობით ათასი მასალა ინტერნეტიდან წაიშალა.
ასევე, ბრიტანეთის კანონმდებლობა საშუალებას აძლევს პოლიციას რეაგირება მოახდინოს „მძიმედ შეურაცხმყოფელ“ ან მუქარის შემცველ ონლაინ შეტყობინებებზე. ბოლო წლებში ამ მუხლებით ყოველწლიურად ათასობით პირი იქნა დაკითხული ან დაკავებული.
- საფრანგეთში ფუნქციონირებს სახელმწიფო პლატფორმა PHAROS, სადაც მოქალაქეები ონლაინ სიძულვილის ენას, მუქარებსა და უკანონო კონტენტს აცნობებენ. გახმაურებული იყო 2026 წელს ტელეარხ CNews-ის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება რასისტული განცხადებების გამო.
სახელმწიფოები უკვე წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელებში: ძალადობისკენ მოწოდებას, ეთნიკურ და რელიგიურ სიძულვილს, ტერორისტულ პროპაგანდას, მუქარებს, გარკვეულ შემთხვევებში მძიმე შეურაცხყოფასა და დევნას. ამასთან, ყველაზე დიდი პოლიტიკური კამათი სწორედ იმაზე მიმდინარეობს, სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. მაგალითად, გერმანიასა და ბრიტანეთში კრიტიკოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევა ცენზურის რისკს ქმნის, ხოლო მხარდამჭერები ამბობენ, რომ ონლაინ მუქარებისა და ძალადობის პრევენციისთვის ასეთი მექანიზმები აუცილებელია“, - წერს სადღობელაშვილი.
1780307534
ახალი ამბებისიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო
თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრ...
1780300800
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას
სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მის...
1780299406
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, გამოეხმაუროს მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. უწყების ცნობით, მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილს განსაზღვრული ჰქონდა საშიშროების მ...
1780298506
ახალი ამბებიბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა
ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა. ადგილობრივ მედიის ცნობით, 42 წლის ქალმა 7 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. არსებული ცნობით, 42 წლის ქალი დაკავებულია. მ...
1780297450
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესიაში,...































