რატი იონათამიშვილი: გერმანული დიპლომატიის ქმედებები საქართველოს მიმართ, დიპლომატიის ისტორიაში შევა როგორც ანტიმაგალითები, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური ქცევა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, გერმანული დიპლომატიის ქმედებები საქართველოს მიმართ ისტორიაში როგორც ანტიმაგალითი ისე შევა - იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური ქცევა.

პარლამენტარი მაგალითად ასახელებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებპორტალს, სადაც მისი თქმით, წელიწადზე მეტია სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ პრეზიდენტად აღიარებენ.

„გერმანული დიპლომატიის ქმედებები საქართველოს მიმართ დიპლომატიის ისტორიაში შევა როგორც ანტიმაგალითები, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური ქცევა.

ჩვენ ამას ვხედავთ უკვე თვეებია და წელიწადზე მეტია მათ ვებპორტალთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსი, სადაც ისინი ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ პრეზიდენტთან, და ახლა ეს ფაქტიც მეტყველებს იმ დეკადაზე სინამდვილეში, რომელიც გერმანიის დიპლომატიას დღეს აქვს.

ძალიან სამწუხარო არის, რომ ეს გერმანელი ევრობიუროკრატები საკუთარ ამბიციებს და პირად ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე იმ ურთიერთობებს და იმ მნიშვნელოვან ისტორიას, რომელიც ჩვენს ქვეყნებში ამ მხრივ არსებობს“, - აცხადებს იონათამიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780300800

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მის...

 დავით მათიკაშვილი

1780299406

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, გამოეხმაუროს მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. უწყების ცნობით, მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილს განსაზღვრული ჰქონდა საშიშროების მ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1780298506

ახალი ამბები

ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა

ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა. ადგილობრივ მედიის ცნობით, 42 წლის ქალმა 7 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. არსებული ცნობით, 42 წლის ქალი დაკავებულია. მ...

პოლიცია, ლენტი

1780297450

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესიაში,...

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

1780295689

ახალი ამბები

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე - CB PET, CB FCE და CB CAE - რეგისტრაცია დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. იმ კანდიდატებისთვ...

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო