ლაშა აბაშიძე: სატვირთო ელმავლების საერთაშორისო ტენდერში ძირითადი კრიტერიუმია ფასი, ხარისხი და გამოცდილება - ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია
„ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია. ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდა. ვგეგმავთ სალოკომიტოვო პარკის სრულად განახლებას. ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ სატვირთო გადაზიდვები. გავხდეთ გაცილებით ეფექტიანები და გვქონდეს გაცილებით სწრაფი რკინიგზა“, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“.
საქართველოს რკინიგზა 45 თანამედროვე სატვირთო ელმავალს შეისყიდის, რის შემდეგაც კომპანიის სალოკომოტივო პარკი სრულად განახლდება.
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განცხადებით, ტენდერში ძირითადი კრიტერიუმია ფასი, ასევე ხარისხი და გამოცდილება.
„ეს არის დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობის ტენდერი. შესაბამისად, ისეთი მაღალი სტანდარტი გვაქვს აღებული, რომ მასში მონაწილეობის მიღება და გამარჯვებაც საუკეთესო მწარმოებლებს შეეძლებათ“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.
1785156992
ახალი ამბებითორნიკე შენგელია „ბარსელონას“ ემშვიდობება - თორნიკეს ახალი კლუბი ცნობილია
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას „დუბაიში“ გააგრძელებს. ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონასთან“ ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და 34 წლის კალათბურთელი კატალონიურ გ...
1785155276
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, თავდასხმა, მათ შორის, პატრიარქზე, ეკლესიაზე, ამის გამართლება არც მორალურია და არც სამართლებრივი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საზოგადოების მიერ ქვეყნის კულტურის, ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების დაცვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მისივე თქმი...
1785153583
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი დეზინფორმაციაზე, რომ საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს: მთავარი მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ
ამ ძალების მთავარი მიზანი არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ და ქართული სახელმწიფ...
1785152624
საზოგადოებაგივი მიქანაძემ თურქ კოლეგასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა უმასპინძლა. ინფორმაციას საქართვე...
1785150349
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას პრემიერის მიერ ინიციირებულ ანაზღაურებად სტაჟირებაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში, პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე, - განაცხადა საქართველოს მ...


























