გიორგი ვოლსკი: ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ნეგატიური, რადგან მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომლისკენ მისწრაფებაც არაფერმა უნდა შეაჩეროს
„თვითონ ევროკავშირის პრინციპი რაც არის, რომ ყველა ქვეყანა ერთიანია, დიდიც და პატარაც, განიზომება არა კუნთის სიდიდით, არამედ თავისი ინტელექტით, მიღწევებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და სისტემებით, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. აქედან გამომდინარე გვინდა ევროკავშირის წევრობა და გვინდა, რომ გავუტოლდეთ ბევრი მაჩვენებლით“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს საუკეთესო მაჩვენებლები ყველა კვლევის მიხედვით, მაგრამ ახლა ახალი ბარიერის შექმნაზე დაიწყეს საუბარი, რომ უმრავლესობამ შეიძლება მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები.
„დიდი ქვეყნები, რომლებიც დახვდებიან, ადვილად მოახდენენ გავლენას სხვა დანარჩენ წევრებზე. პოლიტიკური პროცესების მანიპულაციაა შესაძლებელი ევროკავშირის შიგნით, თუკი გერმანიის ეს წინადადება გავიდა. არასოდეს არც ერთი დიდი ქვეყანა არ იწყებს საკითხზე საუბარს, თუ ამ საკითხს პოზიტიური განხილვის პერსპექტივა არ გააჩნია.
ამ გაერთიანების არსი იკარგება და უნდათ მოიყვანონ შესაბამისობაში იმ ვითარებასთან, რომელიც მსოფლიოში არსებობს და დიდ ქვეყნებს უნდათ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს მსოფლიო კონიუნქტურიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, მაგალითად ლუქსემბურგს რა აზრი ექნება
ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ნეგატიური, რადგან მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომლისკენ მისწრაფებაც არაფერმა უნდა შეაჩეროს. ჩვენ, როგორც კანდიდატ ქვეყანას გვაქვს ჩვენი მოსაზრება, თუ როგორ ვხედავთ ევროკავშირს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
1785158181
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6281 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6285 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1785157072
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა
ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ჯ. გ.-ს (მისამართი: მარნეული, წერეთლის ქ. 17) და ინდივიდუალური მეწარმე რ. ა.-ს (მისამართი: მარნეული, გურბანოვის...
1785156992
ახალი ამბებითორნიკე შენგელია „ბარსელონას“ ემშვიდობება - თორნიკეს ახალი კლუბი ცნობილია
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას „დუბაიში“ გააგრძელებს. ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონასთან“ ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და 34 წლის კალათბურთელი კატალონიურ გ...
1785155276
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, თავდასხმა, მათ შორის, პატრიარქზე, ეკლესიაზე, ამის გამართლება არც მორალურია და არც სამართლებრივი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საზოგადოების მიერ ქვეყნის კულტურის, ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების დაცვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მისივე თქმი...
1785153583
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი დეზინფორმაციაზე, რომ საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს: მთავარი მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ
ამ ძალების მთავარი მიზანი არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ და ქართული სახელმწიფ...



























