გიორგი ვოლსკი: ევროკავშირში ყველაზე დიდი პოზიტიური ნაწილი არის ის, რომ დიდ და პატარა ქვეყანას აფასებენ მისი შესაძლებლობებით, სწორი წინადადება თქვას ევროკავშირის მომავლისთვის რაც იქნება კარგი

„ევროკავშირში ყველაზე დიდი პოზიტიური ნაწილი არის ის, რომ დიდ და პატარა ქვეყანას აფასებენ მისი შესაძლებლობებით, სწორი წინადადება თქვას ევროკავშირის მომავლისთვის რაც იქნება კარგი. არა იმით, ვის უფრო დიდი კუნთი გააჩნია, ვის უფრო მეტი ეკონომიკური ბერკეტი უკავია ხელში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, კონსენსუსი არის ის იდეა, რაც ევროკავშირს აერთიანებს.

„მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, ევროკავშირის მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომ მისწრაფება არაფერმა უნდა შეაჩეროს ან შეცვალოს. ჩვენი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ იგივე რჩება, მაგრამ სამომავლოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ უკვე როგორც კანდიდატ ქვეყანას, ჩვენი მოსაზრება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ ევროკავშირს.

აქ მარტო იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ დიდმა ქვეყანამ გადაწყვეტილების მიღებისას გავლენა მოახდინოს პატარა ქვეყნებზე და ის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც მათ სჭირდებათ. ეს არ არის უბრალო თემა. როგორც აღვნიშნე, გარეთ მიმდინარეობს ისეთი პროცესები, რომელიც შესაძლოა ზოგიერთი ქვეყნისთვის აბსოლუტურად სხვა შინაარსის და პერსპექტივის იყოს, მაგრამ ვერ გააკეთებს იმას, რაც თვითონ უნდა“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785158181

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6281 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6285 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1785157072

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა

ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ჯ. გ.-ს (მისამართი: მარნეული, წერეთლის ქ. 17) და ინდივიდუალური მეწარმე რ. ა.-ს (მისამართი: მარნეული, გურბანოვის...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1785156992

ახალი ამბები

თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ ემშვიდობება - თორნიკეს ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას „დუბაიში“ გააგრძელებს. ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონასთან“ ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და 34 წლის კალათბურთელი კატალონიურ გ...

თორნიკე შენგელია

1785155276

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, თავდასხმა, მათ შორის, პატრიარქზე, ეკლესიაზე, ამის გამართლება არც მორალურია და არც სამართლებრივი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საზოგადოების მიერ ქვეყნის კულტურის, ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების დაცვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მისივე თქმი...

არჩილ გორდულაძე

1785153583

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი დეზინფორმაციაზე, რომ საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს: მთავარი მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ

ამ ძალების მთავარი მიზანი არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ და ქართული სახელმწიფ...

გიორგი სოსიაშვი