ლაშა ხუციშვილი: საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას

საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

სიტყვით გამოსვლისას, მან მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, მის გუნდსა და ადგილობრივ მისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც მეოთხე მუხლის კონსულტაციების ფარგლებში შედგა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განხილულ იქნა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის პარამეტრები და პროგნოზები, ასევე, ცალკეული სტრუქტურული თემები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე. მისი თქმით, საგულისხმოა, რომ ფონდის პროგნოზები სრულად თანხვედრაშია საქართველოს ოფიციალურ პროგნოზებთან.

„საქართველოს ეკონომიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 9,3%-ით იზრდებოდა. 2026 წელიც მაღალი ზრდით დაიწყო - 8.4%-იანი ზრდა არის პირველ ორ თვეში. ჩვენს პროგნოზებშიც, საშუალოვადიან პერიოდში, ნავარაუდევია ეკონომიკური ზრდის პოტენციურ ზრდასთან დაახლოება. ეს არის ჩვენი საბაზისო სცენარი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წლებში შესაძლებელი და მოსალოდნელია უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუმცა რეგიონში ამ დროისთვის არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სამინისტრო არ ჩქარობს პროგნოზების გადახედვას.

მისი თქმით, აქტიურად ხდება დაკვირვება გეოპოლიტიკურ მოვლენებსა და მასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე.

ფისკალურ დისციპლინაზე საუბრისას, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის, ფისკალური დეფიციტი ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო სახელმწიფო ვალის დონე უსაფრთხო - 35%-ზე დაბალ ნიშნულზე.

მისი თქმით, დაგეგმილია ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან 2.5%-ის ფარგლებში შენარჩუნება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეს დამოკიდებული იქნება, როგორც საგადასახადო შემოსავლების, ისე ხარჯების ნაწილზე.

„შესაძლებელია დეფიციტი იყოს უფრო დაბალი, ვიდრე 2.5%-ია იმ მოცემულობით, რომ კაპიტალური ხარჯების ნაწილი შენარჩუნდება მშპ-ის 7%-ის ფარგლებში, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, რომელიც უკავშირდება შუა დერეფნის დაკავშირებადობის გაძლიერებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. ასევე, წყლის, საგანმანათლებლო, ტურისტული, თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომ მშენებლობა/რეაბილიტაციას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775564968

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საქართველო და აზერბაიჯანი „შუა დერეფნის“ ხერხემალი არიან, ამ პროექტის განხორციელებაში საკვანძო როლი გვაქვს

ვალდებული ვართ, ბოლომდე ავითვისოთ ის რესურსი, რისი საშუალებაც ჩვენ მოგვეცა უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭა...

ლევან მაჭავარიანი

1775560236

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, სად ცხოვრობს სუს-ის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები

„არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, სად ცხოვრობს სუს-ის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გ...

	ლევან მაჭავარიანი

1775559936

ახალი ამბები

ჩიხელიძე: პრეტენზია, რატომ იდგა პრემიერი ივანიშვილისა და ალიევის გვერდით, ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში, მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ

„პრემიერ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, უნიჭო პროპაგანდის კლასიკური მაგალითია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდის გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის“, - ასე აფასებს ექსპერ...

დავით ჩიხელიძე

1775558805

ახალი ამბები

საქართველოში 8 - 9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსა...

ამინდიამინდი

1775557279

ახალი ამბები

ქართველიშვილი მერაბ მეტრეველზე: უსამშობლოს დაუძახებ - სწყინს, ყველას საპირფარეშოში და საძინებელში ფარული კამერით რომ დაძრომიალობდით - ძილისწინა საჩუკენო მასალა რომ მიგეტანათ ბელადისთვის, თქვენ ის ხომ არ ხართ?

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციონერი ჟურნალისტის მერაბ მეტრეველის ფეისბუკპოსტს აფასებს, რომელშიც გაკრიტიკებულია ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის კადრები, სადაც პრემიერ-მ...

ექსპერტი