ლევან მაჭავარიანი: საქართველო და აზერბაიჯანი „შუა დერეფნის“ ხერხემალი არიან, ამ პროექტის განხორციელებაში საკვანძო როლი გვაქვს

ვალდებული ვართ, ბოლომდე ავითვისოთ ის რესურსი, რისი საშუალებაც ჩვენ მოგვეცა უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი „შუა დერეფნის“ ხერხემალი არიან.

„რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი შუა დერეფნის ხერხემალი არიან. მინდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის საყვედური გავიხსენო, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ ჰქონდა, რომელმაც საქართველო საერთოდ გამოტოვა, როცა შუა დერეფანზე საუბრობდა. მას ალიევმა უსაყვედურა, რომ დროა, ქალბატონმა ურსულამ რუკას დახედოს. რა თქმა უნდა, ამ პროექტის განხორციელებაში საქართველოს საკვანძო როლი აქვს.

ჩვენ საკვანძო როლი გვაქვს და პროექტები, რასაც ვახორციელებთ დაკავშირობადობიდან გამომდინარეობს, მათ შორის რკინიგზის განახლება, ავტომაგისტრალების მშენებლობა, პორტების მოდერნიზაცია და ახალი აეროპორტების მშენებლობა.

რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, ბოლომდე ავითვისოთ ის რესურსი, რისი საშუალებაც ჩვენ მოგვეცა უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ხელისუფლება მოტივირებულია, რომ ეს როლი ათასი პროცენტით იყოს ათვისებული“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775566714

მსოფლიო

ორბანი: უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებ...

ორბანი ორბანი

1775566550

ახალი ამბები

მეუფე შიო: ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, საბოლოო მიზნად აქვს, საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება

„დღეს განსაკუთრებული მოწიწებით, სიყვარულით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი და შუამდგომელი; მოგვმა...

მეუფე შიო მუჯირი

1775565780

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით

ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმ...

ლაშა ხუციშვილი

1775565637

ახალი ამბები

მეგრელიშვილი ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის კრიტიკაზე: სიბეცეა ისაუბრო ვინ ვის წინ, ან უკან დადგება, მთავარია, რომ როცა სახელმწიფოს სჭირდება გუნდში ყველა თავის საკეთებელს აკეთებს

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გა...

თამთა მეგრელიშვილი

1775562364

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი: საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას

საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო...

ლაშა ხუციშვილი: