მეუფე შიო: ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, საბოლოო მიზნად აქვს, საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება

„დღეს განსაკუთრებული მოწიწებით, სიყვარულით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი და შუამდგომელი; მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა“, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო! გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს!

მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე: „გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას“. რთულია ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ...

გილოცავთ ხარებას! როგორ არის ნათქვამი ამ დღესასწაულის ტროპარში: „დღეს ცხორებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, ძე ღვთისა ძედ ქალწულის იწოდების“.

ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, ესმით ეს ადამიანებს თუ არ ესმით, საბოლოო მიზნად აქვს, საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება. ეს არის ადამიანის ცხოვრების აზრი, ამ ღვთის სიყვარულის ძალით მადლმოსილება. შეგახსენებთ, წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი არის სულიწმიდის მოხვეჭა, ამის შედეგად ადამიანი მადლით ხდება ღმერთი და აღწევს განღმრთობას. სწორედ ამისთვის მოხდა ძე ღმერთის განკაცება, ეს იყო მისი მიზანი.

მაგრამ ისმის კითხვა: იმჟამად, იმ საუკუნეებში ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი მადლმოსილება, სრული მადლმოსილება ადამიანისა?

ათასობით წლის განმავლობაში კაცობრიობა ცხოვრობდა ცოდვებში, უწმინდურობაში, წარმართობაში. მართალია, იყვნენ გამორჩეული ადამიანები, მათ შორის, წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლის შესახებ, ელოდნენ იმ დედაკაცის გამოჩენას, როგორც ნათქვამია ბიბლიაში, რომლის თესლიც დათრგუნავდა გველის თავს, ე. ი. ეშმაკს (დაბ. 3, 15), მაგრამ, ის არ ჩანდა და კაცობრიობა განაგრძობდა ცხოვრებას ბოროტების და ცოდვის ტყვეობაში.

და აი, დადგა დრო, როდესაც ღმერთმა ზეციდან მოავლინა ანგელოზი, რომელმაც აუწყა კაცობრიობას ძე ღმერთის დედამიწაზე მოვლინების და ქალწულისგან შობის შესახებ. იმ ქალწულისგან, რომელმაც თვით ღმერთს უნდა მისცეს ადამიანის სხეული. ე. ი. ამიერიდან შესაძლებელი გახდა ეს სრული მადლმოსილება, რაც პირველად განხორციელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნებაში სწორედ ხარების დროს.

ამიტომაც ეს დღესასწაული აღინიშნება, როგორც ჩვენი გამოხსნის დასაბამი, როგორც ტროპარშია ნათქვამი, – დასაწყისი ჩვენი გამოხსნისა, რომელიც შესაძლოა არც მომხდარიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავისუფალი ნებით რომ არ მიეღო ეს ხარება და თანხმობა არ განეცხადებინა. ასეთ მადლმოსილ ადამიანს, რომელიც სულიწმიდის ჭურჭელი გახდა, შეუძლებელია არ სცოდნოდა, რა მძიმე წლები და დღეები ელოდა მას მომავალში, თუნდაც მისი საღვთო ძის ჯვარცმისა და საშინელი სიკვდილის სახით. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა.

ასევე, ყოველგვარ ადამიანურ გონებას აღემატება მამაკაცის გარეშე ჩასახვისა და შობის საიდუმლო, რომელიც მას ეუწყა. ღვთისმშობელს რომ ოდნავ მაინც გაევლო გულში ეს ფიქრები და დაბრკოლებულიყო, ხარება არ მოხდებოდა, არ შედგებოდა. ის კი როგორი ღვთისადმი მინდობით და სიმდაბლით მიუგებს მთავარანგელოზს: „აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“ (ლკ. 1, 38). აი, ეს არის მისი საოცარი სულიერება და სიმდაბლე – უპირველესი თვისება. მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება გაიხსნას ადამიანის სული სულიწმიდის მადლის მიღებისთვის. ამ სიმდაბლემ გაუხსნა გული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სულიწმიდის მისაღებად და ამ სიმდაბლის წყალობით ღირსი გახდა კაცობრიობა საოცარი ხარების.

ამიტომაც წმინდა ეკლესია გვეუბნება, რომ დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება. როგორ არის ნათქვამი ჩვენს საეკლესიო ლოცვებში: „ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი“ დღეს ხარობს. და კიდევ რატომ ვხარობთ, ძვირფასო ძმებო და დებო? – არა მხოლოდ ღვთისმშობლის გული შეიძლება გაიხსნას სიმდაბლის ძალით სულიწმიდის მადლისთვის, არამედ ყოველი ჩვენგანის გულიც შეიძლება გაიხსნას. ეს მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ეს მოიტანა ამ ხარებამ, მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება იშვას ნამდვილი ღვთის სიყვარული. ამ სიყვარულში კი იღებს დასაბამს ნამდვილი სწრაფვა სიკეთისკენ, ჭეშმარიტებისკენ, მშვენიერებისკენ.

ძვირფასო ძმებო და დებო, ამიტომ დღეს განსაკუთრებული მოწიწებით, სიყვარულით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი და შუამდგომელი; მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დიდებულ დღესასწაულს!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ!

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა მოიხსენოს, შეიწყალოს და აცხონოს აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ!

მრავალი სიხარული მოგმადლოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!“ - აცხადებს მეუფე შიო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775567158

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1775566714

მსოფლიო

ორბანი: უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებ...

ორბანი ორბანი

1775565780

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით

ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმ...

ლაშა ხუციშვილი

1775565637

ახალი ამბები

მეგრელიშვილი ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის კრიტიკაზე: სიბეცეა ისაუბრო ვინ ვის წინ, ან უკან დადგება, მთავარია, რომ როცა სახელმწიფოს სჭირდება გუნდში ყველა თავის საკეთებელს აკეთებს

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გა...

თამთა მეგრელიშვილი

1775564968

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საქართველო და აზერბაიჯანი „შუა დერეფნის“ ხერხემალი არიან, ამ პროექტის განხორციელებაში საკვანძო როლი გვაქვს

ვალდებული ვართ, ბოლომდე ავითვისოთ ის რესურსი, რისი საშუალებაც ჩვენ მოგვეცა უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭა...

ლევან მაჭავარიანი