ჩიხელიძე: პრეტენზია, რატომ იდგა პრემიერი ივანიშვილისა და ალიევის გვერდით, ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში, მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ
„პრემიერ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, უნიჭო პროპაგანდის კლასიკური მაგალითია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდის გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის“, - ასე აფასებს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, თუ რატომ იდგა პრემიერი ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის უკან, მათი შეხვედრის დროს.
ჩიხელიძე ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებსაც ოპონენტები ავრცელებენ, ასახავს სწორედ იმ მომენტს, როდესაც მასპინძელი ბიძინა ივანიშვილი იყო და შესაბამისად, ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში ის იმყოფებოდა. მისივე თქმით, ეს პრეტენზია საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში.
„პრემიერ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, უნიჭო პროპაგანდის კლასიკური მაგალითია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდის გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის. ფაქტობრივი სურათი ასეთია: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან. თითოეულ შეხვედრას ჰყავდა თავისი მასპინძელი, რაც განსაზღვრავდა იმ კონკრეტულ მომენტში ცენტრალურ ფიგურასაც. ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებსაც ოპონენტები ავრცელებენ, ასახავს სწორედ იმ მომენტს, როდესაც მასპინძელი ბიძინა ივანიშვილი იყო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ყურადღების ცენტრში ის იმყოფებოდა. დიპლომატიურ და ზოგადად კომუნიკაციის ეტიკეტში ელემენტარული ნორმაა, რომ როდესაც ორი ადამიანი უშუალოდ საუბრობს, მესამე პირი არ ერევა და საუბარში უხეშად არ იჭრება. სწორედ ამ სტანდარტის დაცვაა ასახული აღნიშნულ კადრებში და არა რაიმე „პროტოკოლური დარღვევა“. პრეტენზია რატომ იდგა პრემიერი მათ გვერდით ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში. მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ!“, - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
1775560236
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, სად ცხოვრობს სუს-ის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები
„არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, სად ცხოვრობს სუს-ის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გ...
1775558805
ახალი ამბებისაქართველოში 8 - 9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსა...
1775557279
ახალი ამბებიქართველიშვილი მერაბ მეტრეველზე: უსამშობლოს დაუძახებ - სწყინს, ყველას საპირფარეშოში და საძინებელში ფარული კამერით რომ დაძრომიალობდით - ძილისწინა საჩუკენო მასალა რომ მიგეტანათ ბელადისთვის, თქვენ ის ხომ არ ხართ?
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციონერი ჟურნალისტის მერაბ მეტრეველის ფეისბუკპოსტს აფასებს, რომელშიც გაკრიტიკებულია ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის კადრები, სადაც პრემიერ-მ...
1775556897
ახალი ამბებისაპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი - მივეჩვიე, რომ გადმოგცემდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას
დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვ...
1775556197
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი...






























