ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით
ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმატებით ახორციელებს და გააგრძელებს მუშაობას საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობისა და ვალის სტრუქტურის შემდგომი გაჯანსაღების მიმართულებით.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს აქვს დიდი წარმატებები ღია ბაზარზე აქტივობის მიმართულებით. მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარში, მოხდა ევრობონდების წარმატებული გამოშვება, რომელმაც აჩვენა ინვესტორების მხრიდან მნიშვნელოვანი სანდოობა საქართველოს ეკონომიკისადმი.
როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, გარდა საფინანსო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და ღია ბაზარზე ქვეყნის აქტივობისა, საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. მინისტრის თქმით, საუბარია Eagle Hills-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას საქართველოში, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
ლაშა ხუციშვილის თქმით, მისიის ფარგლებში განხილულ იქნა სხვადასხვა სტრუქტურული რეფორმა და მიმართულება. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სავალუტო ფონდთან სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებულ ტექნიკური დახმარების ანგარიშს, რომელიც ხაზს უსვამს იმ დიდ პროგრესს, რომელსაც ამ მიმართულებით მიაღწია ქვეყანამ. მისი თქმით, საქართველო განაგრძობს ამ რეფორმას და მიმდინარე სამოქმედო გეგმებში ასახული იქნება აღნიშნული ანგარიშის რეკომენდაციები, რაც სრულ თანხვედრაშია მთავრობის პრიორიტეტებთან.
მისი განცხადებით, მეოთხე მუხლის მისიის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საინტერესო სამუშაო გასწია შრომის ბაზრისა და დასაქმების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესწავლაზე, რაც ლაშა ხუციშვილის თქმით, დროული და მნიშვნელოვანია.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტექნიკური დახმარებების, ასევე მეოთხე მუხლის კონსულტაციების ფარგლებში, რაც ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალებას მისცემს დეტალურად და სიღრმისეულად შეხედოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და სამომავლო ტენდენციებს, რაც მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.
1775566714
მსოფლიოორბანი: უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებ...
1775566550
ახალი ამბებიმეუფე შიო: ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, საბოლოო მიზნად აქვს, საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება
„დღეს განსაკუთრებული მოწიწებით, სიყვარულით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი და შუამდგომელი; მოგვმა...
1775565637
ახალი ამბებიმეგრელიშვილი ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის კრიტიკაზე: სიბეცეა ისაუბრო ვინ ვის წინ, ან უკან დადგება, მთავარია, რომ როცა სახელმწიფოს სჭირდება გუნდში ყველა თავის საკეთებელს აკეთებს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გა...
1775564968
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქართველო და აზერბაიჯანი „შუა დერეფნის“ ხერხემალი არიან, ამ პროექტის განხორციელებაში საკვანძო როლი გვაქვს
ვალდებული ვართ, ბოლომდე ავითვისოთ ის რესურსი, რისი საშუალებაც ჩვენ მოგვეცა უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭა...
1775562364
ახალი ამბებილაშა ხუციშვილი: საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას
საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო...





























