ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე. ინფორმაციას გაჩეჩილაძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ლევან გაჩეჩილაძე იყო საქართველოს მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი. არჩეული იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც. იყო ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე 2008 წლის არჩევნებზე.
პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999 წელს, როცა გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია ახალი მემარჯვენეები. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი მემარჯვენეების სიით. 2003 წელს მას პარტიის წევრებისგან განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით, რის გამოც დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მიიღო ხმათა 25.7%. 2008 წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 20 ივნისამდე პერიოდში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.
1755668840
მსოფლიომედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი სამხედრო მეთაური და ამჟამინდელი ელჩი დიდ ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნი ფარულად ემზადება ზელენსკის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის
უკრაინის ყოფილი სამხედრო მეთაური და დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი ელჩი, ვალერი ზალუჟნი, ფარულად ემზადება ზელენსკის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ინფორმაცია ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით, მ...
1755668208
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მთავარია, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს
„დღევანდელ შეშლილ სამყაროში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი...
1755667054
სპორტიქართველი მსაჯები უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩს მოემსახურებიან
უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თელ-ავივის „მაკაბისა“ და კიევის „დინამოს“ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენ...
1755666539
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით ისევ მოიმატებს. ამინდი ქალაქების მიხედვით: გაგრა +27 - წვიმა სოხუმი +28...
1755636403
მსოფლიობელარუსი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებისთვის მზად არის - ლუკაშენკოს პრესმდივანი
„ბელარუსი მზადაა, მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მოაწყოს“, - ამის შესახებ გამოცემა „ვედომოსტს“ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა...