შალვა პაპუაშვილი: მთავარია, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს

„დღევანდელ შეშლილ სამყაროში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს“.

„ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი.

თუმცა, სანამ მიზანთან მიხვალ, ჯერ არის გზა. უსაფრთხო ნავსაყუდლის კოორდინატების ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ მისკენ მიმავალ გზაზე გემიც და მგზავრებიც ქარიშხალში მოაყოლე. წინდახედულობამ და არა სულსწრაფობამ გამოგვატარა ქართველ ხალხს ათასწლეულები.

დღევანდელ შეშლილ სამყაროში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს.

ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. იყო მშვიდობის პროექტი, ნიშნავს იყო პასუხისმგებლობიანი ძალა. ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა.

ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული ბევრჯერ გატკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან, თუ რა არის ქართველი ხალხის მთავარი საფიქრალი და რა არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ქარიშხალში შეყვანა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ავხსნი. თუ გინდა, რომ იყო მშვიდობის პროექტი: 

⏺ გაგანია ომისას, არ უნდა მოითხოვო სამომგამოვლილი ქვეყნისგან რუსეთთან ესკალაცია, რაც ბრიუსელმა გააკეთა 

⏺არ უნდა დააფინანსო ექსტრემიზმი, რაც ბრიუსელმა გააკეთა 

⏺არ უნდა ჩაერიო არჩევნებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა 

⏺არ უნდა დასწამო ქვეყანას ცილი, რაც ბრიუსელმა გააკეთა 

⏺ არ უნდა აფათურო, უშნოდ, ხელები ქართველების ათასწლეულებგამოვლილ ღირებულებებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა

თითქოს რა მარტივია სათქმელად და რა რთული ყოფილა გასაკეთებლად, იმიტომ რომ ამას პროპაგანისტულად დახატული ევროპელობა არ ჰყოფნის, ჭეშმარიტი ევროპელობა სჭირდება, ანუ კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმტკიცე და თავშეკავება.

ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს 75 წლის წინათ გააჩნდათ“, - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755636403

მსოფლიო

ბელარუსი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებისთვის მზად არის - ლუკაშენკოს პრესმდივანი

 „ბელარუსი მზადაა, მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მოაწყოს“, - ამის შესახებ გამოცემა „ვედომოსტს“ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა...

ხხ

1755634838

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატი მანუჩარ რობაქიძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდები იყვნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებულები - თითოეული მათი ინიციატივა ჩვენს მიერ არის გათვალისწინებული და მხარდაჭერილი

 ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდები იყვნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებულები ჩვენს მუნიციპალიტეტში. წელს 6 ლოკაციაზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მინი სტადიონების მშენებლობისთვის, ხშირი...

მანუჩარ ქობალია

1755632192

ახალი ამბები

სოროსის ფონდის დირექტორი ქეთი ხუციშვილი IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორისა და რუსეთის მოქალაქეების საერთო ბიზნესზე აცხადებს, რომ ახლა ისვენებს და არაფერი უნახავს

 ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ხუციშვილი აცხადებს, რომ არაფერი იცის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც IDFI-ს აღმასრულებელ დირექტორს, გიორგ...

ქეთი ხუციშვილი

1755629334

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ბაღდათის მერობის კანდიდატი ნოდარ გიორგიძე: განახლებული შენობები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სკვერები, მოეწყო ტურისტული სივრცეები, უახლოეს მომავალში ბაღდათი უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი სასმელი წყლით

 „ვარ ბაღდათელი, ამასთან ერთად, ამ 8-წლიანი გამოცდილებით, 2017 წლიდან, უფრო სიღრმისეულად გავიცანი მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის საჭიროებები. თითოეული ბაღდათელისთვის ჩვენი კარი ღია იყო, აქტიურად ვუსმენდ...

ნოდარ გიორგაძე

1755627549

მსოფლიო

კაია კალასი: პუტინს არ შეიძლება ენდოთ რაიმე დაპირებისა თუ ვალდებულების შესრულებაში

 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები საკმარისად ძლიერი და სანდო უნდა იყოს, რათა ხელახალი თავდასხმა თავიდან იქნეს აცილებული. „ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲒᲐ...

ზოგადი