თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - ახალი ხაზი დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს

ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტი განხორციელდება - 35 წლის შემდეგ, დედაქალაქში ტრამვაი დაბრუნდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქალაქში პირველად აშენდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.
მერის თქმით, პროექტის მიზანია, ტრამვაის ახალი ხაზის საშუალებით დიდი დიღმის დასახლება თბილისის სხვადასხვა უბანთან უმოკლეს დროში დააკავშიროს.
„საქმე ეხება თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევაზე ტენდერი. გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი. დიდი დიღმის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით, საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შექმნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური არის ტრამვაი. იგი, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გამტარუნარიანია. იგი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და გრძელვადიან პერიოდში სხვა მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტის სახეობებს შორის გაცილებით ხარჯთეფექტურია“, - განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დიდუბის მეტროსადგური არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ, საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტისთვისაც საკვანძო სადგურია, დიდი დიღმიდან აღნიშნული კავშირის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება უშუალოდ ტრამვაის ხაზს, მერის ინფორმაციით, ის 7,5-კილომეტრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს.
„შედეგად, ტრამვაი დიღმის დასახლებაში გაზრდილი მგზავრთნაკადის უსაფრთხო, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთავს საცობებს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში. შეიქმნება ერთიანი, მოქნილი, კომფორტული და მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებს მოერგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1755671499
ახალი ამბებილევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა
61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე. ინფორმაციას გაჩეჩილაძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ლევან გაჩეჩილაძე იყო საქართველოს მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრ...
1755670092
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს, იყო მშვიდობის პროექტი, ნიშნავს იყო პასუხისმგებლობიანი ძალა
„ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი. თუმცა, სანამ მიზანთან მიხვალ, ჯერ არის გზა. უსაფრთხო ნავსაყუდლის კოორდინატების ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ მისკენ მი...
1755668840
მსოფლიომედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი სამხედრო მეთაური და ამჟამინდელი ელჩი დიდ ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნი ფარულად ემზადება ზელენსკის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის
უკრაინის ყოფილი სამხედრო მეთაური და დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი ელჩი, ვალერი ზალუჟნი, ფარულად ემზადება ზელენსკის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ინფორმაცია ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით, მ...
1755668208
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მთავარია, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს
„დღევანდელ შეშლილ სამყაროში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი...
1755667054
სპორტიქართველი მსაჯები უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩს მოემსახურებიან
უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თელ-ავივის „მაკაბისა“ და კიევის „დინამოს“ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენ...