ლევან კოჭლოშვილი: დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება - ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს
„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“, სადაც ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.
კოჭლოშვილის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ჰქონდათ მცდელობები გავლენის მოხდენისა, მაგრამ ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება და სცენარი ჩაუვარდათ.
„აშშ-ის კონგრესის იურიდიული კომიტეტის ანგარიშში მითითებულია, რომ ევროკავშირის ზოგი ინსტიტუტი ზეწოლას ახორციელებდა სოციალურ მედიაზე და შესაბამისად არჩევნებზე!
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ჰქონდათ მცდელობები გავლენის მოხდენისა, მაგრამ ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება და სცენარი ჩაუვარდათ. საქართველომ უკვე აჩვენა მაგალითი: როცა BBC ხელისუფლებას აქციებზე „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა, გამოძიება ჩატარდა და სიმართლე დადასტურდა.
იგივე სტანდარტი ახლა ევროკავშირზეც უნდა გავრცელდეს - დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება - ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს“, - წერს კოჭლოშვილი.
1770274198
მსოფლიოზელენსკი იმედოვნებს, რომ ომი უკრაინაში ერთ წელზე ნაკლებ დროში დასრულდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანაში ომი ერთ წელზე ნაკლებ დროში დასრულდება. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, დასრულდება, თუ არა ომი, როცა...
1770274022
საზოგადოება„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა — არის კი მართებული და ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქ...
1770271522
საზოგადოებათამარ იოსელიანი: შუა დერეფანი უნდა მუშაობდეს როგორც ერთი სისტემა - დაკავშირებული ფიზიკურად, სინქრონიზებული ციფრულად და კოორდინირებული ინსტიტუციურად - საქართველო დღეს ამ დერეფნის საკვანძო რგოლია
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობის ზრდაზე და საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის, როლის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...
1770270992
ახალი ამბებიქადაგიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე: ვიხილეთ, ევროპაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა ჩარევა - ამიტომაც, ამ მანიპულაციების დასაზღვევად გვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარება
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს აფასებს. მისი თქმით, ანგარიშის საშუალებით ყ...
1770270014
საზოგადოებარიმა ბერაძე: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვიცით - მათი მიზანი არის, რომ დაამხონ ხელისუფლება, მოაწყონ რევოლუციები. ქვეყანა ყოველთვის მკაცრი იქნება ასეთი მოწოდებების მიმართ
მმართველი გუნდის იდეას, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება შესაძლოა, დასჯადი გახდეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე აფასებს. „კონსტიტუციური ორგანოები...




























