ქადაგიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე: ვიხილეთ, ევროპაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა ჩარევა - ამიტომაც, ამ მანიპულაციების დასაზღვევად გვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარება
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს აფასებს.
მისი თქმით, ანგარიშის საშუალებით ყველამ იხილა, რა ხდებოდა ევროპაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
„ჩვენ რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად არ გვიკვირს, უბრალოდ, ამას ხაზს ვუსვამთ ხოლმე იმიტომ, რომ რადგან ჩვენთან მაინც მიიჩნევა, რომ თუ ვიღაცამ უცხოეთიდან არ თქვა, რომ ეს ასეა, ზოგიერთისთვის მომხდარი ფაქტი ფაქტადაც არ არსებობს. ამიტომ ხდება სწორედ ხაზგასმა მაგალითად, ამ შემთხვევაში რას ამბობს ამერიკელი კანონმდებელი.
ერთი რამ ფაქტია და ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიხილეთ, მათ შორის ევროპაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით - როგორ ხდებოდა პირდაპირი ჩარევა, მანიპულაცია და სამწუხაროდ, ამის გამოცდილება ყველაზე მეტად საქართველოს აქვს. სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩვენ ამ მანიპულაციების დასაზღვევად გვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.
1770273041
ახალი ამბებილევან კოჭლოშვილი: დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება - ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს
„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწ...
1770271522
საზოგადოებათამარ იოსელიანი: შუა დერეფანი უნდა მუშაობდეს როგორც ერთი სისტემა - დაკავშირებული ფიზიკურად, სინქრონიზებული ციფრულად და კოორდინირებული ინსტიტუციურად - საქართველო დღეს ამ დერეფნის საკვანძო რგოლია
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობის ზრდაზე და საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის, როლის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...
1770270014
საზოგადოებარიმა ბერაძე: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვიცით - მათი მიზანი არის, რომ დაამხონ ხელისუფლება, მოაწყონ რევოლუციები. ქვეყანა ყოველთვის მკაცრი იქნება ასეთი მოწოდებების მიმართ
მმართველი გუნდის იდეას, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება შესაძლოა, დასჯადი გახდეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე აფასებს. „კონსტიტუციური ორგანოები...
1770269105
მსოფლიოამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი: ინფორმატორი, რომელმაც სენატორ როჯერ უიკერის ჰელსინკის კომისიის დანაშაულებრივი საქმიანობა გამოავლინა, აცხადებს, რომ კომისია სახიფათო უცხოელი აქტორების მიერ „კომპრომეტირებულია“
ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ როჯერ უიკერს რუსეთ-უკრაინის ომში აშშ-ის სამხედრო ჩარევის ყველაზე გავლენიან მხარდამჭერს უწოდებს. ჟურ...
1770268920
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას და...



























