შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა ჩაატარა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა ჩატარდა.
ტესტირება ცენტრის მიერ დანერგილი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა რეგისტრირებული სტუდენტების 99%-მა მიიღო.
ელექტრონული ტესტირების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი მოადგილეებთან ერთად გაეცნო. გამოცდის შედეგები ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე 10 სამუშაო დღის ვადაში გამოქვეყნდება, რომელთა ნახვაც სტუდენტებს სპეციალური კოდის საშუალებით შეეძლებათ.
გამოცდის მიზანია საქართველოს იმ მოქალაქეების აკადემიური კომპეტენციის შეფასება, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს და საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება სურთ. ტესტირების სტრუქტურა წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს და მისი წარმატებით ჩაბარების პირობა მაქსიმალური ქულის ნახევარზე მეტის - მინიმუმ 23 ქულის მიღებაა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ტესტირებას 2019 წლიდან, წელიწადში რამდენჯერმე ატარებს.
1770276426
ახალი ამბებიარაგვის ხიდზე მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე (თბილისის მიმართულებით, მარცხენა ზოლი...
1770275014
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დ.რ. ყალბი დოკუმენტის გა...
1770274571
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმედაზიანების ბრა...
1770274198
მსოფლიოზელენსკი იმედოვნებს, რომ ომი უკრაინაში ერთ წელზე ნაკლებ დროში დასრულდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანაში ომი ერთ წელზე ნაკლებ დროში დასრულდება. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, დასრულდება, თუ არა ომი, როცა...
1770274022
საზოგადოება„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა — არის კი მართებული და ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქ...






























