„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა — არის კი მართებული და ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების პრინციპებთან თავსებადი ის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული.

პარტია მზადყოფნას გამოთქვამს „ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დაამტკიცოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ქვეყნის მიმართ“.

„ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა — არის კი მართებული და ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების პრინციპებთან თავსებადი ის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული და, ჩვენდა საუბედუროდ, კონსტიტუციური ჩანაწერით გამყარებული?

დღეს უკვე ქართული საზოგადოება, რომელმაც ბოლო წლებში არაერთ ქარტეხილს გაუძლო, დაბრძენდა და შედგა, როგორც სახელმწიფო ძალაუფლების ჭეშმარიტი მფლობელი, ღიად სვამს შეკითხვას — უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას ის გზა, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია და ახალ მსოფლიო რეალობაში, რამდენად შეესაბამება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, დეგრადაციის ბოლო ფაზაში მყოფი ევროკავშირისკენ სვლა?

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საზოგადოებიდან წამოსული ეს შეკითხვა მეტადრე რიტორიკულია, რამეთუ ჩვენმა ხალხმა კარგად გააანალიზა, რომ დღევანდელი ევროპა — ეს არის აბსოლუტურად საპირისპირო, ანტიპოდური ცნება და ფიზიკური მოცემულობა იმ სივრცისა, საითაც ჩვენ ვისწრაფვოდით. საზოგადოებამ ეს გაიაზრა და ვერავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ დეგრადირებულ კავშირში საქართველოს ევროინტეგრაციაზე საგნობრივი და შინაარსიანი დისკუსია უნდა გაიხსნას.
დღევანდელი ევროპის მიმართ ჩვენ, ქართველ ხალხს, სასაყვედურო ბევრი გვაქვს, თუმცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა იმის შესახებ, თუ როგორ ერევა ევროკომისია რეგულარულად წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ევრობიუროკრატიის ვერაგი და უსამართლო სახე.

ამ წერილში დეტალურად აღარ ჩამოვთვლით იმ ფაქტებს, თუ რამდენი დაუშავა არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე „დიპ სტეიტის“ მიერ მართულმა ევროკავშირმა საქართველოს. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს თითოეული ქმედება — დაწყებული რევოლუციების დაფინანსებიდან, დამთავრებული უსამართლო სანქციებითა და გამუდმებული მუქარით ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მხოლოდ გასული 4 წლის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის პროვოცირებული და კარგად ორგანიზებული ომის დაწყების შემდეგ, იმდენად დიდი იყო „დიპ სტეიტის“ სურვილი საქართველოს ომში ჩათრევის, ხოლო ამ სურვილის რეალიზებაში იმდენად აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირი თავისი ბიუროკრატიული მექანიზმით, რომ თუ ომამდე საქართველოში ქვეყნის ევროინტეგრაციაზე კითხვის დასმაც კი ცუდ ტონად მიიჩნეოდა, დღეს აგენტურით მართული ევროპისკენ სვლა ქართველი ხალხისთვის სულ უფრო მიუღებელი ხდება.

ცხადია, ამ ფონზე სერიოზული კითხვები გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან: როდემდე აპირებს საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას და ქვეყნისთვის დამაზიანებელი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას, რომელიც ისედაც ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული?! ვარწმუნებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ამ საკითხის მიჩქმალვას დიდხანს ვეღარ მოახერხებს, რამეთუ ხალხის ნებაა, გადაფასდეს და გადაიხედოს სრულად მონურ მორჩილებაში, ეკონომიკურ, სულიერ და ზნეობრივ ჭაობში მყოფი ევროკავშირისკენ სწრაფვა.

ბოლოს კი მივმართავთ ტელეკომპანია „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს, რომელთაც, პირველ რიგში, მადლობას ვუხდით თავიანთ არხებზე დებატების სივრცის გახსნისათვის და მოვუწოდებთ ორივე მაუწყებელს — უმოკლეს ვადაში გაუწიონ ორგანიზება დებატებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამჟამად არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში და, ვიდრე თავს არ დავაღწევთ საქართველოსთვის უკვე საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია.

მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - საუბარია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770710264

ახალი ამბები

პრემიერი სურსათის ფასებზე: ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა

ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე,...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1770709071

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბურთი არის აშშ-ის ადმინისტრაციის მოედანზე და ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რაც გაჟღერდა ბატონი რუბიოს მხრიდან

ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ...

ლევან მაჭავარიანი

1770708471

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით

ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ...

ირაკლი კობახიძე

1770708187

ახალი ამბები

მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს

Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შე...

სტატისტიკა

1770707991

ახალი ამბები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმ...

შრომის საერთაშორისო ორგანიზაც