ნინო წილოსანი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ერთი ერთში ამბობს იმას, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ. ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკები იყოს გატარებული
მმართველი გუნდის შეფასებით, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში სრულად ასახავს იმას, რაზეც გუნდი წლებია, საუბრობს.
კერძოდ, დასავლეთიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები, რათა გარკვეული პოლიტიკა იქნეს გატარებული.
ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
„ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ერთი-ერთში ამბობს იმას, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ. ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკები იყოს გატარებული. მათ შორის, რაც ყველაზე სავალალოა და ამ ანგარიშში ნათლად არის წარმოდგენილი, როგორი იყო ევროკომისიის ზეწოლა რუმინეთში, საფრანგეთში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში მიმდინარე არჩევნებზე. ეს არის ის უხეში ჩარევა, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიხატა სოციალურ ქსელებში ჩარევით, ცენზურით და იმ საჯარო ინფორმაციაზე გავლენით, რომელიც ევროკომისიას აქვს.
თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ერთი, რაშიც ისინი სცოდავენ. საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ბევრი მსგავსი დარღვევა ვიცით”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.
1770238512
ახალი ამბებინიკუშა შენგელაია: ვფიქრობ, ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ თავკაცობით ხორციელდება, ეს არის ერთადერთი გზა, რომ აქ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რათა ქვეყანა განვითარდეს
ყველასთან გვინდა ურთიერთობა, ყველასთან გახსნილი ვართ, ეს იქნება დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შევწირავთ სხვა ქვეყნის სტრატეგიულ...
1770237804
ახალი ამბებისარჯველაძე: კარტელური გარიგებების პრაქტიკას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, მაგრამ ამის წინააღმდეგ ინსტრუმენტები არსებობს - მნიშვნელოვანი მედიკამენტების ჩამონათვალი ყოველთვის უნდა იყოს დახლზე, ეს შეიძლება ვალდებულების სახით ჩამოყალიბდეს
ზოგჯერ მაგალითად ზედმეტ დანახარჯს განაპირობებს ზედმეტად დანიშნული მედიკამენტი. ამ დრომდეც ხდებოდა ამაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ნამდვილად არ აწყენდა ქართულ ჯანდაცვის სისტემას, თუკი უფრო მეტად ი...
1770236481
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ფიზიკურ პირს, იქნება ეს იურიდიული პირის დამფუძნებელი თუ დირექტორი, შეეძლება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს, მაგრამ იურიდიული პირი, იურიდიული პირის სახელით, პოლიტიკურ აქტივობაში ვერ ჩაერთვება
ფიზიკურ პირს შეეძლება როგორც პოლიტიკური აზრის გამოხატვა, ისე პარტიის დაფინანსება, თუნდაც ეს ფიზიკური პირი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან თანამშრომელი იყოს, თუმცა თავად იურიდიულ პირს პოლიტიკურ აქტივობ...
1770234541
ახალი ამბები„ემიგრანტი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას ურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება“- არჩილ გორდულაძე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ღამის კურიერის“ ეთერში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს განმარტავს, რომელიც განსაზღვრავს „გრანტის“ ახალ დეფინიციას, კრძალავს გარე ლ...
1770233798
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე ფარმაცევტულ სექტორზე: სექტორი არის განწყობილი, მზად და შეგუებული იმას, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს
სექტორი არის განწყობილი, მზად და შეგუებული იმას, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა...




























