თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი უნდა მუშაობდეს როგორც ერთი სისტემა - დაკავშირებული ფიზიკურად, სინქრონიზებული ციფრულად და კოორდინირებული ინსტიტუციურად - საქართველო დღეს ამ დერეფნის საკვანძო რგოლია

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობის ზრდაზე და საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის, როლის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიულ კვირეულის (OECD Eurasia Week) პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ პარიზში გაიმართა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, უკვე აღარაა მხოლოდ ალტერნატიული გზის სტატუსის მატარებელი დერეფანი. „დღეს ის სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც მდგრადი მიწოდების ჯაჭვების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ევროპასა და აზიას შორის მყარი კავშირების სტრატეგიული კომპონენტი. საქართველო არის დერეფნის არა ტრანზიტული პერიფერია, არამედ საკვანძო რგოლი, რომელიც საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას ეკონომიკურ უპირატესობად გარდაქმნის და ძალისხმევას მიმართავს, რომ შავი ზღვა პოზიციონირებდეს როგორც საიმედო კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც აძლიერებენ საქართველოს ფუნქციას დერეფანში და აღნიშნა, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საკუთარი როლის გასაძლიერებლად. თამარ იოსელიანის თქმით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების სამთავრობო ხედვის შესაბამისად, საქართველოს ჯამური ინვესტიცია ძირითად სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში 7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოსა და შუა დერეფანზე გამავალი ტვირთბრუნვის მოცულობა იზრდება, რაც ადასტურებს დერეფნის აქტუალობას. “2025 წელს საქართველოს პორტებში საკონტეინერო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა - კონტეინერბრუნვა 2024 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 14 პროცენტით მეტია რკინიგზით საკონტეინერო გადაზიდვების ოდენობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შუა დერეფანში საკონტეინერო ნაკადების 33%-იანი ზრდა ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საკვანძო სატრანზიტო ჰაბის როლის გაძლიერებას. ჩვენი მიზანია, ეს იმპულსი მდგრად ზრდად ვაქციოთ ისეთი სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებით, რომელიც ეფექტური, თავსებადი და სრულად ინტეგრირებული იქნება რეგიონულ და ევროპულ მიწოდების ჯაჭვებში,“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება დერეფნის მონაწილე ქვეყნების საბაჟო და სხვა პროცედურების სინქრონიზაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს დერეფნის დიგიტალიზაციასა და სხვა სახის თანამშრომლობის გაძლიერებაზე. თამარ იოსელიანის თქმით, შუა დერეფნის მულტიმოდალური ერთობლივი საწარმოს შექმნა კოორდინირებულ მომსახურებაზე, პროგნოზირებად განრიგებსა და კონკურენტულ ტარიფებზე გადასვლის დასტურია, და ეს სწორედ ისაა, რასაც გლობალური გადამზიდავები მოელიან.

„საქართველოს გზავნილი ნათელია: შუა დერეფანი უნდა მუშაობდეს როგორც ერთი სისტემა - დაკავშირებული ფიზიკურად, სინქრონიზებული ციფრულად და კოორდინირებული ინსტიტუციურად. საქართველო ამ ხედვას რეალობად აქცევს და თანმიმდევრულად ყალიბდება ევრაზიის სანდო კავშირის ჰაბად,“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

პლენარული სესია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობებს და რეგიონული დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნა. სესიაზე ასევე განხილულ იქნა OECD - ის კვლევა „ცენტრალურ აზიაში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება“.

OECD - ის ევრაზიის კვირეულში ასევე მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770708187

ახალი ამბები

მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს

Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შე...

სტატისტიკა

1770707991

ახალი ამბები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმ...

შრომის საერთაშორისო ორგანიზაც

1770707861

ახალი ამბები

ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარასა და იმერეთში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი ორ ობიექტს შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენ...

ფრინველის არალეგალური სასაკლაოები

1770705209

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....

მიგრაციის დეპარტამენტი

1770704692

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით...

ნარკოტიკული საშუალები