შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლიან მეგობრულ კავშირებს.
მხარეებმა აღნიშნეს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩეხეთში პირველი ვიზიტის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის. შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა ჩეხური მხარის მზაობა, წარმართოს დიალოგი ქართულ მხარესთან.
შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვისათვის.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები. მხარეებმა დაადასტურეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავების მზაობა.
შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა წარმატებით თანამშრომლობს ვაჭრობის, ტურიზმის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის განვითარების მიზნით თანმშრომლობის მნიშვნელობას, რასაც ჩეხეთის ენერგეტიკული უსაფრთხობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო გამჭვირვალობის მნიშვნელობას უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად. ჩეხურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს გამოცდილების მიმართ გამჭვირვალობის კანონმდებლობის მიმართულებით.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ჩეხეთში მიმდინარე ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი.
1794225389
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს ს...
1794224647
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ჩვენი ეკონომიკის განადგურებას, ასობით მილიარდი დოლარი აქვს ნავაჭრი ევროკავშირს რუსეთთან მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში
ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ჩვენი ეკონომიკის განადგურებას, ასობით მილიარდი დოლარი აქვს ნავაჭრი ევროკავშირს რ...
1794222422
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი დონის ვიზიტზე აგენტურული პარტიების ე.წ. ლიდერების აბსოლუტური სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის საპასუხოდ, ოპოზიციის სრულ დუმილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გარედან მართული...
1794220574
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარ...
1794220526
ახალი ამბებისამეგრელოში მძღოლმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და დაიღუპა
სამეგრელოში, სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ცნობით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და...































