ლადო სადღობელაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა!

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის დიპლომატიური მოვლენის იგნორირება ოპოზიციის, ოპოზიციური მედიისა და ეკონომიკური წრეების მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

სადღობელაშვილის თქმით, გაუგებარია, რატომ არ საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტები ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ინვესტიციებისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების პერსპექტივებზე.

ანალიტიკოსის შეფასებით, ჩინეთი გლობალური ეკონომიკური გიგანტი და ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიო სახელმწიფოა, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება.

„-ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა!

- თუმცა განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს. რატომ დუმან ისინი?

- როდესაც მსოფლიო მასშტაბის ზესახელმწიფოსა და გლობალური ეკონომიკური ლიდერის მეორე პირი იმყოფება ვიზიტით შენს ქვეყანაში, ამ დონის დიპლომატიური აქტივობის იგნორირება მხოლოდ მიკერძოებულობაზე მეტყველებს. არ გიხარია ქვეყნის წინსვლა თუ გყოფნით იმის თავხედობა რომ ჩინეთის დონის ზესახელმწიფოსთან დაახლოება უგულებელყოთ? აბა წარმოვიდგინოთ და გავიხსენით რა ხდებოდა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტების ვიზიტის დროს?!

- გამკვირვებია ეკონომიკის ექსპერტების და ბიზნესმენების, რომლებიც ხშირად საუბრობენ ყოველდღიურ და ბანალურ ეკონომიკურ ნიუანსებზე, ახლა კი ასეთი დონის ვიზიტზე უჩვეულო სიჩუმეს ინარჩუნებენ… რატომ არ  საუბრობენ ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ღრმა პერსპექტივებზე, ინვესტიციებსა და სატრანზიტო პოტენციალზე? ცხადია, რომ ეს სიჩუმე შემთხვევითი არ არის.

-გარედან მიღებული დირექტივები და სკეპტიციზმი საქართველოს წარმატების მიმართ ხელს უშლის ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზებას.

- ჩინეთი დღეს არის არა მხოლოდ გლობალური ეკონომიკური გიგანტი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მსოფლიო ლიდერი ზესახელმწიფო, რომლის ინტერესი საქართველოს მიმართ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის უდიდესი მყარი გარანტიაა. მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა და მსოფლიო მასშტაბის ძლიერ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა პირდაპირ ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.- ვისაც ეს არ უხარია საქართველოს მოღალატეა!“, - წერს სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794222422

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი დონის ვიზიტზე აგენტურული პარტიების ე.წ. ლიდერების აბსოლუტური სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის საპასუხოდ, ოპოზიციის სრულ დუმილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გარედან მართული...

ლევან მაჭავარიანი

1794220574

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარ...

პროკურატურა

1794220526

ახალი ამბები

სამეგრელოში მძღოლმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და დაიღუპა

სამეგრელოში, სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ცნობით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და...

მკვლელობა ბათუმში

1794220479

ახალი ამბები

რამაზ სვანაძე: ახალი გუნდის ფორმირება იწყება, ვიცით, რომ რთული მატჩები გველის

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადების გეგმებსა და გ...

რამაზ სვანაძ

1794216116

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი – კრაკოვში შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, საქართველო ამ მძიმე წუთებში პოლონეთის გვერდით დგას

კრაკოვში შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს ამ მძიმე დანაკარგს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყა...

მიხეილ ყაველაშვილი