საპატრიარქო: არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, ამიტომ საჭიროა ყველა შესაძლო ზომის მიღება, რათა ეს პროცესი შეჩერდეს.
„ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აზარტული თამაშების შემცველ ღონისძიებებში არასრულწლოვანებიც ერთვებიან. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ტოტალიზატორმა „ბეტლაივმა“ გამართა ქალაქ ზესტაფონში, რასაც, ვფიქრობთ, შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ აქტივობები ფართო აუდიტორიის წინაშე იმართება და მათში მონაწილეობის შესაძლებლობა ბავშვებსაც ეძლევათ.
განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ მოზარდების აზარტულ თამაშებში თუნდაც გართობის ფორმით ჩართვამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს მათში გემბლინგისადმი ინტერესისა და შემდგომ თამაშდამოკიდებულებისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებას.
მაშინ, როდესაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება და ასეთი ადამიანების მდგომარეობიდან გამოსაყვანად ხშირად ხანგრძლივი და კომპლექსური, მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება ხდება საჭირო.
არასრულწლოვანთა ამგვარ ღონისძიებებში ჩართვა ბავშვებში აზარტული თამაშების პოპულარიზებისა და ინტერესის გაღვივების საშუალებაა და აზარტული თამაშების სფეროში მოქმედი რეგულაციების მოთხოვნათა უხეში დარღვევაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, საკითხს მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს, შეისწავლოს მსგავსი ფაქტები და გამოიყენოს ყველა შესაბამისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული მექანიზმი მათ აღმოსაფხვრელად.
ამასთან, მივამართავთ მშობლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ბავშვების ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ შესაძლოა, მომავალში მძიმე შედეგების მიზეზი გახდეს როგორც თავად მოზარდისთვის, ისე მისი ოჯახისა და მთლიანად საზოგადოებისთვის.
საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, აუცილებელია დროული და კოორდინირებული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან, რათა ბავშვები დაცული იყვნენ მავნე ჩვევებისადმი დამოკიდებულების რისკებისაგან.
არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი არსით, ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ამიტომ საჭიროა ყველა შესაძლო ზომის მიღება, რათა ეს პროცესი შეჩერდეს და ასეთი შემთხვევები მომავალში სრულად გამოირიცხოს.
მსგავს ფაქტებზე, რომლებიც მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესს საფრთხეს შეუქმნის, საქართველოს საპატრიარქოს მუდამ ექნება მკაფიო რეაქცია და მათ აღსაკვეთად ყველა შესაბამის შესაძლებლობას გამოიყენებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1787118995
ახალი ამბები„უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა“ - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭ...
1787117359
საზოგადოება„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს
ხვალ, 20 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ ს...
1787115865
მსოფლიო„პოლიტიკო” – აშშ-სა და კანადას შორის შეთანხმების პროექტი, რომელიც კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას თავიდან აიცილებს, ამჟამად დონალდ ტრამპის მაგიდაზეა
აშშ-სა და კანადას შორის შეთანხმების პროექტი, რომელიც კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას თავიდან აიცილებს, ამჟამად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგიდაზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პ...
1787085440
მსოფლიოაშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტისა და მაღალი რანგის იურისტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. რუბიოს განც...
1787083440
ახალი ამბებიდღეს ფერისცვალებაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ სამი მოციქული: პეტრე, იაკობი დ...






























