ოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს

 საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმედი აქვს, რომ მწვრთნელის ცვლილებით ყველაფერი პოზიტივისკენ შეიცვლება.

„ეს იყო პერიოდი, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული იყო და მწვერვალი იყო ევროპის ჩემპიონატი, ამიტომ, სანიოლს დიდი მადლობა. თუმცა, ბოლო პერიოდში გარკვეული შედეგები არ იყო შესაბამისი. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გააზრებული გვაქვს, რადგან ყოველთვის გუნდი იგებს და აგებს, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი პოზიტივისკენ შეიცვლება.

დამერწმუნეთ, ფეხბურთელი ყოველთვის ცდილობს მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯოს. ყოველთვის ასეა, უბრალოდ შეიძლება მოედნიდან ზოგჯერ სხვანაირად გამოჩნდეს. გულშემატკივარ ვპირდები, რომ ხვალ იგრძნობთ მუხტს და სიყვარულს, რომელიც გვაქვს ერთმანეთისადმი და ქვეყნისადმი, რასაც მოედანზე ვაჩვენებთ.

გამოსასწორებლად დრო გვაქვს და როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, სწორი რეაქციაა საჭირო. დანარჩენზე სამუშაოდ დრო გვექნება.

უკრიანასთან არასდროს მოგვიგია? სტატისტიკა უფრო ჟურნალისტებისთვისაა საჭირო. მე, რაც მახსოვს უკრაინას ორჯერ ვეთამაშეთ, მაშინდელი და დღევანდელი უკრაინაც საკმაოდ შეცვლილია“, - განაცხადა კიტეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790503661

ახალი ამბები

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი: საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს, რის გამოც ვწყვეტ ელიზბარაშვილის დაცვას

 თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ია კვანტალიანი აცხადებს, რომ ელიზბარაშვილის დაცვაზე უარს ამბობს. კვანტალიანის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი საქმის მასალებში გამოვლენილი გარემოე...

ადვოკატი

1790500768

ახალი ამბები

კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ს...

კახა კალაძე

1790499795

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, მხოლოდ მშვიდობით და პრაგმატული პოლიტიკით, შერიგებით დავიბრუნოთ ერთმანეთი, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზ და ოს და-ძმებთან შერიგება მხოლოდ მშვიდობიან...

ირაკლი კირცხალია

1790497644

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე შეუძლებელია, შერიგება ასე ხდება, ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა

„რუსეთისთვის რა ბოდიშის მოხდაზეა საუბარი იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც სასამართლო დავით დაამტკიცა, რომ რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას, ტყუილია, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთს უნდა მოვუხა...

შალვა პაპუაშვილი

1790497401

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება გულისხმობს ტრამპის პერსონალურ ნდობას ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართ

„ჩვენ არავის ვესხმით თავს, 14 წელია, მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული, ჩვენი კრიტიკა ყოველთვის არის პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე, ჩვენ და ქართველი...

შალვა პაპუაშვილი