ლევან მაჭავარიანი ბლაჟევიჩზე: ძალიან კარგია, რომ სუსი ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, გამოძიებაც დაწყებულია და ახლო მომავალში შედეგებს გაგვაცნობენ
„ძალიან კარგია, რომ სუს-ი ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, გამოძიებაც დაწყებულია კონკრეტულად მაგ მიმართულებით და ახლო მომავალში გამოძიების შედეგებს გაგვაცნობენ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბლაჟევიჩთან დაკავშირებით.
კერძოდ, ლევან მაჭავარიანმა უპასუხა კითხვას, „ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ისმის რევოლუციურ სცენარზე საუბარი, იგივე ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია 26 მაისს, ბლაჟევიჩთან ურთიერთობები, ტრენინგები მისი მხრიდან. როგორ ფიქრობთ, ბლაჟევიჩის ფაქტორი ამ შემთხვევაში რამდენად საფრთხილოა. წავლენ თუ არა ვა-ბანკზე რადიკალები თუნდაც მაისის თვეში და ზოგადად, რამდენად არსებობს ამის რესურსი?“
მაჭავარიანის თქმით, ეს ვითარება საფრთხილო ნამდვილად არის.
„ნებისმიერი ასეთი საკითხი საფრთხილოა. ჩვენ ყოველთვის ფრთხილად ვეკიდებით, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია გამარგინალებულია თუ არა, ყველაფრის მკადრებლები არიან. აქედან გამომდინარე, სიფრთხილე ყოველთვის გვმართებს.
ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას. გამოძიებაც დაწყებულია კონკრეტულად მაგ მიმართულებით და ისინი გაგვაცნობენ ახლო მომავალში გამოძიების შედეგებს. შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახური ყველანაირ რისკს გადააზღვევს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, გავაფრთხილო აბსოლუტურად ყველა, ვინც მონაწილეობს ან თავში აქვს გავლებული, რომ მონაწილეობა უნდა მიიღოს ქაოსის შემოტანასა და ქვეყანაში სიტუაციის არევაში, რომ აბსოლუტურად ყველანი იდენტიფიცირებულები იქნებიან და დაისჯებიან კანონის უმკაცრესი ფორმით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1777124932
ახალი ამბებიპროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...
1777124161
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიონის...
1777121627
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ეკონომიკური წინსვლა და უსაფრთხოება ქვეყნიდან წასული ადამიანების სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველყოფს
იმიგრაციისა და ემიგრაციის შესახებ საქსტატის კვლევას, რომლის მიხედვითაც 2025 წელს საქართველოში იმიგრანტების რაოდენობამ ემიგრანტების რაოდენობას გადააჭარბა, გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელ...
1777119590
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: მამუკა მდინარაძის მუშაობამ ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენ გვაჩვენა როგორ უნდა ებრძოლო კორუფციას და ზოგადად, მან უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი გვაჩვენა
მომავალი კვირიდან პარლამენტი იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელიც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებას ეხება. საუბარია ახალ უწყებაზე, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს და რომლის ხელმძ...
1777117774
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკ...































