დავით სონღულაშვილი: 2012 წლიდან აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება ყოველწლიურად 7-8%-ით იზრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო ხედვის შესახებ ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობამ, როგორც სექტორმა განვითარება 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ პირობებში დაიწყო.
„სოფლის მეურნეობა იყო სრულად მორღვეული. „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა ამ სექტორზე სრული ფოკუსირება. 2012 წლიდან აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება ყოველწლიურად 7-8 %-ით იზრდება. 10-15 წელიწადში ერთხელ ჩვეულებრივი პრაქტიკაა პოლიტიკის გადახედვა. ჩვენ შემთხვევაში ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა დავურთო ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მიწოდების ჯაჭვის რღვევა, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს; რეგიონში მყიფე გარემო, ფასების ზრდა საწვავზე, ასევე პესტიციდებზე. ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ამ ყველაფრის ცვლილებებმა კიდევ უფრო მეტად დააჩქარა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გადახედვა. დღევანდელ დღეს და დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევა, ზუსტად ამიტომ ჩვენ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი ამაზე გაკეთდა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მეტად გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდის კიდევ უფრო მეტად წახალისება არის მიმართულებები, რომელიც არის განსაკუთრებული აქცენტის საგანი. ეს არის ის რასაც, ემსახურება სამინისტროს პროექტები და პროგრამები.
1777130071
ახალი ამბებიდაკავებულია სუსის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება ბრალი - სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმე...
1777127114
ახალი ამბებიაუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა
აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ქრონიკას აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.
1777124932
ახალი ამბებიპროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...
1777124161
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიონის...
1777121627
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ეკონომიკური წინსვლა და უსაფრთხოება ქვეყნიდან წასული ადამიანების სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველყოფს
იმიგრაციისა და ემიგრაციის შესახებ საქსტატის კვლევას, რომლის მიხედვითაც 2025 წელს საქართველოში იმიგრანტების რაოდენობამ ემიგრანტების რაოდენობას გადააჭარბა, გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელ...































