ლევან მაჭავარიანი საკადრო ცვლილებებზე: ეს არის იდეალური ნაბიჯი ჩვენი გუნდისა და პრემიერის მხრიდან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკაში“ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები იდეალური ნაბიჯია.

„რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა არის მამუკა მდინარაძე, ყველას მოეხსენება და ამ შემთხვევაში ახალი თანამდებობიდან მას საშუალება აქვს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღოს.

რაც შეეხება გეკა გელაძეს, ვიცით, რომ ერთი წელიც არ ყოფილა ის შს მინისტრის პოზიციაზე და ვნახეთ, რა ეფექტური ნაბიჯები გადადგა ნარკორეალიზატორებისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. გეკა გელაძე ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლის მუშაობა მამუკა მდინარაძემ სხვა სიმაღლეზე აიყვანა.

სულხან თამაზაშვილი, რომელიც ძალიან სტაჟიანი პოლიციელია და ძალიან მაღალი მენეჯერული უნარ-ჩვევები გააჩნია, მაღალ დონეზე გაართმევს ახალ თანამდებობას თავს და თავის მხრივ, მამუკა მდინარაძეც გადააზღვევს მათ, შესაბამისად, ეს [ საკადრო ცვლილებები] არის იდეალური ნაბიჯი ჩვენი გუნდისა და პრემიერის მხრიდან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777124932

ახალი ამბები

პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...

ზოგადი

1777124161

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიონის...

შალვა პაპუაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

1777121627

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ეკონომიკური წინსვლა და უსაფრთხოება ქვეყნიდან წასული ადამიანების სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველყოფს

იმიგრაციისა და ემიგრაციის შესახებ საქსტატის კვლევას, რომლის მიხედვითაც 2025 წელს საქართველოში იმიგრანტების რაოდენობამ ემიგრანტების რაოდენობას გადააჭარბა, გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელ...

გურამ მაჭარაშვილი

1777119590

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: მამუკა მდინარაძის მუშაობამ ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენ გვაჩვენა როგორ უნდა ებრძოლო კორუფციას და ზოგადად, მან უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი გვაჩვენა

მომავალი კვირიდან პარლამენტი იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელიც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებას ეხება. საუბარია ახალ უწყებაზე, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს და რომლის ხელმძ...

ირაკლი ჭეიშვილი

1777117774

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკ...

მიხეილ ყაველაშვილი