მაია ბითაძე გახარიას პარტიას: თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის - ვინც სააკაშვილის დროს ვიყავით საჯარო სამსახურში, კარგად გვახსოვს, როგორ გვერეკებოდნენ ნახირივით „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე

„აქ დღეს გვესაუბრებიან იმაზე, რომ თურმე, ჩვენ, „ქართული ოცნების„ წარმომადგენლები, „ნაცები“ ვართ და თვითონ თურმე აბსოლუტურად უმწიკვლო ადამიანები არიან და საუბრობენ გივი მიქანაძეზე, თითქოს, იგი ადეიშვილის მოადგილე იყო, როდესაც ავიწყდებათ, რომ ზუსტად მათი კოლეგა, ზაზა თავაძე იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ, ეშლებათ“, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, გახარიას პარტიის დეპუტატებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ოპოზიცია საუბრობს იმაზე, თითქოს, საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, უნდა გაიხსენონ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე საჯარო მოხელეებს „ნახირივით ერეკებოდნენ“, ხოლო, თუ ვინმე არ წავიდოდა, მისი ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიები იწყებოდა.

„როდესაც საჯარო მოხელეებზე საუბრობთ, თითქოს, საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის. ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს ვიყავით საჯარო სამსახურში, ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად ნახირივით „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა ოჯახის წევრებს.

დღეს აქ ბედავთ და რომელიმე ჩვენგანს „ნაციონალს“ უწოდებთ, იმის გამო რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საჯარო სამსახურში მუშაობდა?! კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ თავი შეიკავეთ იმ ადამიანებმა, რომელთა გარემოცვა არის ძირძველი ნაციონალური მოძრაობის წევრები და არა იმ დროის ტექნოკრატები, ბიუროკრატები და საჯარო მოხელეები. თავი შეიკავეთ „ქართულ ოცნებაზე“ ამ რეჟიმში საუბრისგან“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762865255

ახალი ამბები

შსს: მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი, დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდნილ თურქული სატვირთო ბორტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის...

შსს

1762863509

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშალონ

„იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მუდმივი ეკონომიკური წინსვლა აქვს, ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ჩამოშალონ ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენი მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი მავნებლური ტაქტიკა არის ტერა...

ნინო წილოსანი

1762862134

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი: რეპეტიტორიუმის ინსტიტუტთან დაკავშირებით გავრცელებული სიცრუე კიდევ ერთი მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანეს რეფორმას

„ჩემი კოლეგის მიერ რეპეტიტორიუმის ინსტიტუტთან დაკავშირებით გავრცელებული სიცრუე კიდევ ერთი მცდელობაა უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას მოიტანს, ჩრდილი მიაყენონ...

მარიამ ლაშხი

1762861258

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მსოფლიოში უკვე ყველას თვალი აქვს ახელილი, თუ რა მოხდა რეალურად უკრაინაში და თუ როგორ გამოიყენეს ის პროქსიომისთვის, დასავლეთს და რუსეთს შორის, სატელიტ ქვეყნად

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის დასავლეთს და რუსეთს შორის ბრძოლა, რომელშიც გამოყენებულია უკრაინა....

ლევან მაჭავარიანი

1762858795

ახალი ამბები

მაჭავარიანი გახარიას პარტიას: დემოკრატიაზე უკუსვლაზე როდესაც საუბრობთ, მოინიშნეთ თუ შეიძლება ბატონი გიორგი და იქნებ შედეგ შეხვედრაზე გვითხრათ - როდიდან დაიწყო საქართველოში დემოკრატის უკუსვლა?!

 „ბატონო გიორგი [შარაშიძე], იმდენს რომ გააკეთებთ ქვეყნისთვის ან იმის მეათედს რომ გააკეთებთ, რაც გივი მიქანაძეს აქვს გაკეთებული, მერე გექნებათ უფლება, ბატონი გივი გააკრიტიკოთ. მაგრამ ყველაზე სამწუხარო...

ლევან მაჭავარიანი