მაია ბითაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: როდესაც გივი მიქანაძეზე ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, თქვენ თვითონ რა გაქვთ გაკეთებული ქვეყნის კეთილდღეობისთვის
„როდესაც გივი მიქანაძეზე ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე ვინმე რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, თქვენ თვითონ ვის რა გაქვთ გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.
მაია ბითაძემ ოპონენტების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს უპასუხა, რომლებიც მმართველ პარტიას ყოფილ ხელისუფლებასთან აკავშირებენ.
„დღეს გვესაუბრებიან, რომ თურმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაცები“ ვართ და თვითონ თურმე უმწიკვლო ადამიანები არიან. საუბრობენ გივი მიქანაძეზე, თითქოს ის ადეიშვილის მოადგილე იყო და ავიწყდებათ, რომ ზუსტად მათი კოლეგა, ზაზა თავაძე იყო ადეიშვილის მოადგილე, ალბათ ეშლებათ.
თქვენ საჯარო სამსახურში რეპრესიები ეტყობა არ იცით რა არის და ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს ვიყავით საჯარო სამსახურებში, ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ გვერეკებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე. თუ ვინმე მიტინგზე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა მათი ოჯახის წევრებზე. დღეს აქ ბედავთ და რომელიმეს „ნაციონალს“ იმის გამო უწოდებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საჯარო სამსახურში მუშაობდა? ძალიან გთხოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ძირძველმა წევრებმა „ქართულ ოცნებაზე“ ამ რეჟიმით საუბრისგან თავი შეიკავეთ“, - მიმართა მაია ბითაძემ ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.
1762866659
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7064 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7065 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1762865255
ახალი ამბებიშსს: მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი, დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდნილ თურქული სატვირთო ბორტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის...
1762864568
ახალი ამბებიმაია ბითაძე გახარიას პარტიას: თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის - ვინც სააკაშვილის დროს ვიყავით საჯარო სამსახურში, კარგად გვახსოვს, როგორ გვერეკებოდნენ ნახირივით „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე
„აქ დღეს გვესაუბრებიან იმაზე, რომ თურმე, ჩვენ, „ქართული ოცნების„ წარმომადგენლები, „ნაცები“ ვართ და თვითონ თურმე აბსოლუტურად უმწიკვლო ადამიანები არიან და საუბრობენ გივი მიქანაძეზე, თითქოს, იგი ადეიშვილ...
1762863509
ახალი ამბებინინო წილოსანი: ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშალონ
„იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მუდმივი ეკონომიკური წინსვლა აქვს, ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ჩამოშალონ ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენი მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი მავნებლური ტაქტიკა არის ტერა...
1762862134
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: რეპეტიტორიუმის ინსტიტუტთან დაკავშირებით გავრცელებული სიცრუე კიდევ ერთი მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანეს რეფორმას
„ჩემი კოლეგის მიერ რეპეტიტორიუმის ინსტიტუტთან დაკავშირებით გავრცელებული სიცრუე კიდევ ერთი მცდელობაა უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას მოიტანს, ჩრდილი მიაყენონ...





























