პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ ჩინური მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ. უწყების ცნობით, ბრალდებულების მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევენ კლიენტებს, თანხის დიდ ნაწილს კი დაწესებულების ადმინისტრატორები იღებდნენ, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.
„დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
1756295896
სპორტივილი სანიოლმა თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი პირველი სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები შესარჩევი...
1756294753
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე: შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ რეფორმის ეს ერთი ეტაპი წარმატებულად დასრულდა
შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ რეფორმის ეს ერთი ეტაპი წარმატებულად დასრულდა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის ერთი ეტაპის...
1756292168
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას
„ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირ...
1756291380
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებაზე: მდიდარი „ენჯეოები“ ერთი მხრივ აქციის მონაწილეებს ე.წ. შეიარაღებას აწვდიდნენ და მეორე მხრივ განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ ხელისუფლების დამხობისკენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „ქრონიკასთან“ შეაფასა. „აქ...
1756289746
ახალი ამბებიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა. „პირადი მიზეზებით მივიღე გადაწყვეტილება და...