ლევან მაჭავარიანი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: დასტურდება ის, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია
დასტურდება ის, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია, პირველ რიგში კი მათ მმართველ კლასში და იმ პოლიტიკაში, რასაც ისინი აყალიბებენ არა ევროპელი ხალხის დაკვეთით, არამედ გარე ძალების დაკვეთით, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.
„[ისლანდიის] გაწევრიანებაზეც არ ყოფილა საუბარი, თუმცა მოლაპარაკებების განახლებაშიც კი სერიოზულ საფრთხეს ხედავენ, ამ უგუნური პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც დღევანდელი ევრობიუროკრატები ატარებენ. მათ უნდა გადახედონ იმას, რომ ეს ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალიზმის გავრცელება, იაფ რესურსებზე უარის თქმა, უკონტროლო მიგრაცია ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1788364495
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი: საბერძნეთმა უნდა გაიგოს, რომ თურქეთს არავის ტერიტორიაზე შეჭრის განზრახვა არ აქვს, მაგრამ არავის მისცემს ნებას, დაარღვიოს მისი უფლებები
„საბერძნეთმა უნდა გაიგოს, რომ თურქეთს არავის ტერიტორიაზე შეჭრის განზრახვა არ აქვს, მაგრამ არავის მისცემს ნებას, დაარღვიოს მისი უფლებები“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაც...
1788360648
მსოფლიო„აშშ-ის სამხედრო ძალები არასოდეს უმიზნებენ მშვიდობიან მოსახლეობას“ - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანის ბრალდებას უარყოფს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრალდებას მას შემდეგ, რაც ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ირანში, სირიკის რაიონში, აშშ-ის დარტყმის შედეგად ქორწილ...
1788357687
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას განათ...
1788356621
მსოფლიოკიევში დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა
უკრაინული მედია და თვითმხილველები იუწყებიან, რომ კიევის დესნიანსკის რაიონში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა...
1788356510
ახალი ამბებიგიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩან...































