ლევან მაჭავარიანი: მივიღებთ კანონს, რომელიც კიდევ ერთი პრევენციული ხასიათის იქნება, ვიღაც თუ ფიქრობს, კორუფციული სქემით ფულს იშოვის, რამდენიმე წელს მოიხდის, გამოვა და დიდი ქონება დახვდება, ამის საშუალებას არ მივცემთ

 „ინდულგენცია არც ყოფილი თანამდებობის პირობა არ არის და არც ამჟამინდელი თანამდებობის პირობა არ არის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„თქვენ ნახეთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. ჩვენ ახლა ამ კანონს მივიღებთ, რომელიც კიდევ ერთი პრევენციული ხასიათის კანონი იქნება კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით. ვიღაც თუ ფიქრობს, რომ რაღაც ფულს იშოვის კორუფციული სქემით, რამდენიმე წელს მოიხდის, გამოვა გარეთ და დიდი ქონება დახვდება, ამის საშუალებასაც არ მივცემთ, ვინაიდან 30 წლის განმავლობაში მას და მის ოჯახს მოუწევს დეკლარაციის შევსება და ფიზიკურად, ესეც სერიოზული პრევენციის მექანიზმია.

თქვენ თუ კორუფციასთან დაკავშირებით გადახედავთ, რაც ბატონი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, აბსოლუტურად ყველა სამთავრობო განკარგულება არის საჯარო, შეიქმნა დამატებით მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს კორუფციის აღმოფხვრაზე, გაძლიერდა აუდიტის სამსახური და ასე შემდეგ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ არის ეს დაგვიანებული ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ და რატომ არ გაკეთდა ეს ყველაფერი მანამდე, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ყველაფერზე, რაც შეიძლება, დღეს დაიწყოს, ითქვას, რომ რაღაც არის დაგვიანებული და გუშინ რატომ არ დაიწყო.

„მოცემულობას გააჩნია და ბოლო 3-4 წელს თუ გადავხედავთ, მით უმეტეს, ისეთ მოცემულობაში ვიმყოფებოდით ჩვენ, სადაც ბეწვის ხიდზე ვიარეთ, რომ ომში არ აღმოვჩენილიყავით და კარგად გახსოვთ, როგორი ზეწოლა მიდიოდა, როგორც შიდა, ისე გარე აქტორების მხრიდან. მადლობა ღმერთს, დღეს მხოლოდ ევრობიუროკრატებისმხრიდან მოდის ეს ზეწოლა, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ყველაფერს კარგად ხვდებიან.

აშშ-დან ეს ზეწოლა აღარ მოდის. შესაბამისად, ნებისმიერ რაღაცაზე შეგვიძლია ვთქვათ, დღეს რომ ვარჯიში დავიწყო, გუშინწინ რომ დამეწყო, უკეთესი იქნებოდა ვარჯიშის დაწყება, ხომ? ჩვენ აწმყოთი ვცხოვრობთ, დღევანდელი დღით ვცხოვრობთ და დღეს რა მოცემლობაა? დღეს არის მოცემულობა ამ კანონების მიღება, რაც ჩამოვთვალე, თაღლითობაზე კანონის მიღება, რომ ადამიანს არ ჰქონდეს საშუალება, ითაღლითოს, რაღაც ქონება მოიპოვოს, წავიდეს ციხეში, სხვასგადაუფორმოს, გამოვიდეს, დახვდეს ქონება და ის დაუბრუნდეს, რაც აქვს უკანონოდ წაღებული.

კორუფციის წინააღმდეგ ხედავთ მოქმედებას; აუდიტის სამსახური გაძლიერდა, ბატონი გაბიტაშვილი გადავიდა აუდიტის სამსახურში და როგორი დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებულინარკორეალიზატორების მიმართულებით, როგორი დაუნდობელი ბრძოლა არის გამოცხადებული, კარგად ამჩნევთ და დღე არ გადის, ძალიან მსხვილი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების ამოღება არ ხდებოდეს. ფაქტობრივად, რაც გეკაგელაძე გახდა შს მინისტრი, მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია ამ მოკლე ვადაში, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი რეალიზატორიადაკავებული.

მე არ მგონია, რომელიმე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს ასეთი მაგარი დებიუტი ჰქონოდა თავის თანამდებობაზე. ვუსურვებ, ასე გააგრძელოს და დარწმუნებული ვარ, ასე გააგრძელებს. ბატონი მდინარაძე გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანტიკორუფციულიციცით, რომ ამ უწყებაში შედის და მამუკამდინარაძეზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, თუმცა ბევრი ქვეყანა ისურვებდა, ასეთი მაღალი დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს ქვეყნის უშიშროებას, თავისი კორუფციული მიმართულებით და ასე შემდეგ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდიდან წასული ყოფილი მაღალჩინოსნები თანამშრომლობდნენ ოპოზიციასთან, მათ შორის, 4 ოქტომბრის გეგმის ავტორებთან და ვის გულისხმობდა მთავრობის მეთაური, როდესაც თქვა, რომ მათ შორის, „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრებიც აწვდიან მათ გარკვეულ ინფორმაციას, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ის ამაზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

„კი ბატონო, პრემიერ-მინისტრმა რა განცხადებაც გააკეთა, ეს განცხადება სიმართლეს ეფუძნება, ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს და კონკრეტულ ინფორმაციებს. ამის იქით მე ვერაფერს ვერ ვიტყვი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეკითხვაზე, არის თუ არა საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ წავიდნენ “ქართული ოცნების“ გუნდიდან, ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ არც არაფერს დაადასტურებს და არც არაფერს უარყოფს.

„რომ შევიდეთ ამ თემაში, გამორიცხვის მეთოდით შეგიძლიათ, რაღაც წერტილამდე მიმიყვანოთ და მაგის საშუალებას არ მოგცემთ. რა თქმა უნდა, ჩემთვის იმდენი ინფორმაცია ცნობილი არ არის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ან როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისთვის, თუმცა რაღაც ინფორმაციებს მეც ვფლობ და არც არაფერს დავადასტურებ და არც არაფერს უარვყოფ, რომ გამორიცხვის მეთოდითაც რაღაც სურათი არ შეიქმნას“, - დასძინა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758131112

ახალი ამბები

17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეა

17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეა. მიმდინარე წლის გლობალური კამპანიის თემაა „უსაფრთხო ზრუნვა ყველა ახალშობილზე“. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კამპანიის მ...

17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეა

1758129486

სპორტი

ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა

მსოფლიო ჩემპიონობა მეოთხედ - პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე კვლავ დაუმარცხებელია. ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ქართველმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში მეოთ...

ვახტანგ ახობაძე

1758127377

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო მაღალტექნოლოგიური, გლობალური და ინოვაციური სტარტაპების ჰაბად ჩამოყალიბდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარ...

მარიამ ქვრივიშვილი:

1758125796

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ, რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ, რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნ...

ირაკლი კობახიძე

1758123751

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შალვა პაპუაშვილი ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის პრინციპე...

შალვა პაპუაშვილი