ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი

არაფრით არ შეიძლება შევყვეთ მათ დანაღმულ ველზე - ჩათრევის პრინციპი ჩვენ თავად აგვაფეთქებს - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის თემით სპეკულირებაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიმტკიცე მოქმედებებში.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სწორი და ხანდახან ხისტი დამოკიდებულება. პირდაპირ და ღიად უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს და მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება,“ - განაცხადა დეპუტატმა. ზურაბ ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ ევროპას საქართველოსთვის ვიზის შეჩერების სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს და თუ ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, მისი კონტექსტი მხოლოდ პოლიტიკური იქნება. „ჯერ ერთი, მათ არ აქვთ ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი, რადგან ეს არის კონკრეტული ნორმა, რომელსაც საქართველო არც ერთ კომპონენტში არ არღვევს. თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი და იმის გაგრძელება, რომ ქართულ საზოგადოებას არა მათი სურვილის, არამედ ამ სურვილის საწინააღმდეგოდ სჯიან. ისინი აცხადებენ, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით და თუ ეს ასეა, მაშინ დასჯით რას მიიღებენ? ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა და სპეკულაცია, რაც არაერთხელ გვინახავს მათი მხრიდან“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772203688

ახალი ამბები

მაჭავარიანი: 2022 წელს ბორის ჯონსონმა ჩაშალა მოლაპარაკება, რომელსაც მიაღწიეს რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა, მან უკრაინელი ხალხი მოატყუა, რომ დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ და დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდნენ

სამწუხაროდ, ვატყობთ, რომ ეს ომი ვერ სრულდება მიუხედავად ბატონი დონალდ ტრამპის ბევრი და სერიოზული მცდელობისა. რაც უფრო ხანგრძლივია ეს ომის, კიდევ უფრო მეტი გახანგრძლივება სჭირდებათ, ვინაიდან ის ძალები,...

ლევან მაჭავარიანი

1772203026

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია აჟიტირებული და ღლიცინის რეჟიმში იყო, გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე

ოპოზიცია აჟიტირებული და ღლიცინის რეჟიმში იყო, გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოა...

ლევან მაჭავარიანი

1772202679

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა ფრაქცია „...

ლევან მაჭავარიანი

1772200874

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის გაათავისუფლონ სივრცე, მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი

ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის გაათავისუფლონ სივრცე. მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღა...

ლევან მაჭავარიანი

1772200319

მსოფლიო

ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან, რადგან „გარედან მომდინარე საფრთხის დონე მაღალია“. „ირანში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე...

ჩინეთის დროშა