ლევან მაჭავარიანი: ყველაზე კარგად ქართველები არიან ინფორმირებული, რომ საქართველოში არ ხდება ადამიანების ჩაგვრა, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, როცა ადამიანის უფლება ყველანაირად იყო შელახული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოსთან დაკავშირებით საკუთარი განცხადებების ირგვლივ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე ვერ საუბრობენ.
მაჭავარიანის თქმით, საქართველოში ყველაზე კარგად მოქალაქეები გრძნობენ, როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები.
ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებას, რომ „მოუწოდებენ საქართველოს, გააუქმოს, ან არსებითად გადასინჯოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა“. განცხადებაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა დაკავებას“.
„ეს ბატონი აგრძელებს იმავე ნარატივს, რაც დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო უკრაინაში რუსეთის აგრესია, დემოკრატიის უკუსვლა და ასე შემდეგ. ფაქტებსა და მტკიცებულებებზე როცა მიდგება ხოლმე საუბარი, ისინი ვერაფერზე ვეღარ აგრძელებენ საუბარს. ზოგადად, საქართველოში ყველაზე კარგად ჩვენი მოქალაქეები გრძნობენ, რეალურად როგორ არის ადამიანის უფლებები დაცული. ყველაზე კარგად ისევ ქართველები არიან ინფორმირებული იმაზე, რომ საქართველოში არ მიდის ადამიანების ჩაგვრა, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, როდესაც ადამიანის უფლება ჩვენს ქვეყანაში ყველანაირად შელახული იყო“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1788957505
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა ჩინეთში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართული მხარე გლობალური საზოგადოებ...
1788957470
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების მესამე ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოს ატარებს....
1788956229
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, შეარჩიოს თავის დაცვის ის სტრატეგია, რომელსაც იმ მომენტისთვის საჭიროდ მიიჩნევს
„ამ [ღარიბაშვილის] შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართვე...
1788954873
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე - მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას
„მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის...
1788954657
საზოგადოებაიაგო ხვიჩიამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თავისუფლების მტერი უწოდა
„გირჩი“ სახელს იცვლის. გვინდა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ“, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, რომლის თქმითაც, პარტიას ამიერიდან „თავისუფალი ხალხის პარტია“ ერქმევ...


























